ავადმყოფობა, სნეულება - ციტატები, გამონათქვამები
ავადმყოფობა, სნეულება - ციტატები, გამონათქვამები ავადმყოფობა, სნეულება, გამონათქვამები
თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს.
არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი
ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, - მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, - ძალიან მძიმე სნეულებისგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ... იხილეთ სრულად
ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყველასთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმობთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობთ სულიერ სიჯანსაღეზე. თითქოს ჩვ... იხილეთ სრულად
პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.
როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ... იხილეთ სრულად
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება. სად არის გამოსავალი ამ... იხილეთ სრულად
მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიათნი ... იხილეთ სრულად
არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შე... იხილეთ სრულად