სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული - ციტატები, გამონათქვამები სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ
2. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში
3. ყოველგვარი სიკეთე ღმერთისგან გვეძლევა და ვისაც ამგვარად სწამს, არასდროს მოაკლდება ის
5. დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს
6. თავმდაბალი და სულიერად მოღვაწე ადამიანი საღმრთო წერილის კითხვისას ყველაფერს საკუთარ თავზე მიიღებს და არა სხვებზე
7. ქსთხოვე უფალს, აგიხილოს გულის თვალნი და მაშინ დაინახავ ლოცვისა და კითხვისგან მიღებულ სარგებელს, რაც გამოცდილებით დადასტურებულა
8. ვინც რაიმე სულიერ ნიჭს ფლობს და თანაუგრძნობს მათ, ვისაც ის არა აქვს, ამგვარი თანაგრძნობით ამ ნიჭს ინარჩუნებს; გაყოყოჩებული კი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით დამარცხებული, კარგავს მას
10. ნუ დაემოწაფები მას, ვინც საკუთარ თავს აქებს, რომ თავმდაბლობის ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო
20. განცხრომისმოყვარე გული სულს საპყრობილედ და ბორკილებად ექცევა აღსასრულის ჟამს, ხოლო შრომისმოყვარე გაღებულ კარს წარმოადგენს