ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისა არა არს რიცხვი.
ფსალმუნი 146, 5 დიდ არს უფალი ჩუენი, ძალი მისი და გულისხმისა

ურწმუნოს ვერაფრით დაარწმუნებ. ეს თვითონ კაცის ბუნებაში დევს. იყიდე ფსალმუნი - იქ ყველაფერი წერია, სამი მანეთი ღირს ურწმუნოს ვერაფრით დაარწმუნებ. ეს თვითონ კაცის

ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია. ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას.

სუნთქვასავით შეიწყნარე მეფსალმუნის ეს სიტყვები: - ხოლო რა ჟამს იგინი(ეშმაკნი) მაჭირვებდენ მე, შევიმოსო ძაძა და დავიმდაბლო მარხვითა სული ჩემი და ლოცა ჩემი ჩემდა მოიქცეს (ფს. 34,13) სუნთქვასავით შეიწყნარე მეფსალმუნის ეს

წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
ფსალმუნი 36-38 წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი

ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
საიდუმლო უფლისა, მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
ფსალმუნი 24-26 ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას

იარეთ ეკლესიაში, ეს ყველაზე უკეთ ავითარებს ლოცვის სულს. სახლში ილოცეთ ლოცვანით ან ზეპირად. იკითხეთ მზა ლოცვები ან თვითონვე შეთხზეთ – თქვენი სულიერი მდგომარეობის კვალობაზე. ყოველგვარი საქმის კეთებისას – დგომისას, სიარულისას, მუშაობისას იმეორეთ რომელიმე ლოცვა, ან ერთ–ერთი მუხლი ფსალმუნიდან. იარეთ ეკლესიაში, ეს ყველაზე უკეთ ავითარებს

გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით, წმ. წერილი არის ანგელოზთა პური, რომლითაც საზრდოობენ ღმერთის სიყვარულით ანთებული სულები. ყველაზე მეტად ახალი აღთქმა და ფსალმუნი იკითხე: ამ გზით ხდება გონების განათლება - მისი განახლება საღმრთო განახლებით. თავი ისე უნდა განსწავლო, რომ გონება წმინდა წერილს საკუთარ სტიქიად აღიქვამდეს; მუდამ წმინდა წერილით იხელმძღვანელე და მის მიხედვით წარმართე შენი ცხოვრება... გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით, წმ. წერილი არის

გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუგეშებელ ერთგულებაში და ძალიან ჩქარა მწუხარება შეგიმსუბუქდება და სიმწარეში ნუგეშს მიიღებ. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღადვყავ შენდამი“, – გიგალობს მეფსალმუნე – და „ისმინე ჩემი“.
ფსალმუნი 85, 7 გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება

მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის სწავლობს ღვთის სიყვარულს, სიკვდილის ხსოვნას, ღვთის ხსოვნას - ზეციური სასუფევლის ხსოვნას, წმიდა მოწამეთა მოშურნეობას და თვით ღვთის ყველგანმყოფობას, მეფსალმუნის სიტყვით: ვხედავ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის.(ფს. 15, 8) - წმიდათა და გონიერ ძალთა, სულის განსვლის, ტანჯვის, წამების, მარადიული სამსჯავროს გახსენებას, ჩვენ უდიდეს საგნებიდან დავიწყებთ და ისეთებით დავამთავრეთ, რომლებიც დაცემას აღუდგებიან წინ. მოღვაწე გონებას მრავალი კეთილი საქმე აქვს: ის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3