ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით, წმ. წერილი არის ანგელოზთა პური, რომლითაც საზრდოობენ ღმერთის სიყვარულით ანთებული სულები. ყველაზე მეტად ახალი აღთქმა და ფსალმუნი იკითხე: ამ გზით ხდება გონების განათლება - მისი განახლება საღმრთო განახლებით. თავი ისე უნდა განსწავლო, რომ გონება წმინდა წერილს საკუთარ სტიქიად აღიქვამდეს; მუდამ წმინდა წერილით იხელმძღვანელე და მის მიხედვით წარმართე შენი ცხოვრება...
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუგეშებელ ერთგულებაში და ძალიან ჩქარა მწუხარება შეგიმსუბუქდება და სიმწარეში ნუგეშს მიიღებ. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღადვყავ შენდამი“, – გიგალობს მეფსალმუნე – და „ისმინე ჩემი“.
ფსალმუნი 85, 7