ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, იწვიან და სხვას გზას უნათებენ. არიან პიროვნებანი დემონური ბეჭდით დაღდასმულნი - დამანგრეველი ძალით აღვსილნი. არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ყველა ადამიანს, ერს, გარკვეული მისია აკისრია!

როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყოველ ერს, ღვთის განგებულებით, გარკვეული მისია აკისრია. ადამიანმაც და ერმაც უნდა გააცნობიეროს თავისი უმთავრესი დანიშნულება და მას უნდა ემსახუროს. როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყოველ ერს, ღვთის


ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერი წმიდა ადამიანია!

ამერიკელმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა, დეკანოზმა ალექსანდრე შმემანმა შესანიშნავად თქვა: ამ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერი წმიდა ადამიანიაო. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

პიროვნება უფლისგან მოწოდებულია, იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე პიროვნება უფლისგან მოწოდებულია, იცხოვროს

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, არ შეიძლება შემთხვევითი იყოს!

დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისთვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება... ადამიანს ემსახურება.
ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ნუთუ ეს ყველაფერი უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისთვის გვებოძა?

ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცავს 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.
ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისთვის გვებოძა? ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; თითოეული ჩვენი

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

არ ვართ შემთხვევითი არსებები, არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ - მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისთვის მოწოდებულნი. არ ვართ შემთხვევითი არსებები, სიკვდილისთვის

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ღმერთმა ადამიანი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი. ღმერთმა ადამიანი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2