ავტორი:
ილია II
ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, არ შეიძლება შემთხვევითი იყოს!
ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, არ შეიძლება შემთხვევითი იყოს!
დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისთვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება... ადამიანს ემსახურება.
ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს