სამყარო - ციტატები, გამონათქვამები
სამყარო - ციტატები, გამონათქვამები სამყარო, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალით... იხილეთ სრულად
შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ რეალობას: სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს,- გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას „ირმის ნახტომს“ უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით (ანუ წამში 300 000 კილო... იხილეთ სრულად
გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, – უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები… ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამ... იხილეთ სრულად
დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და - ისიც ნაწილობრივ.
ხმელეთი და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ?
ღმერთმა თავისი მეფობა სიყვარულით შექმნილ მთელ კოსმოსზე განავრცო და ადამიანი, რომელიც თავის თავში მთელი ამ სამყაროს მომცველია, განმგებლად დაადგინა, რათა მისი სამეფოსთვის ღირსეულად ეწინამძღვრა და ყველა და ყველაფერი, როგორც თავისი ნა... იხილეთ სრულად
ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ როგორც მას ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვაგვარად, თავისებურად ხედავს;
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა.