თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები

თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის სიცოცხლის და მშვიდობის ფასი, არ იცის სამშობლოსთვის ბრძოლა და მსხვერპლის გაღება, წინაპართა ღვაწლის დაფასება და მოხსენიება. ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის


დიდგორის ომი - უკანდახევა ნიშნავდა ერის მოსპობას!

ჩვენი ერის წინაშე არაერთგზის დამდგარა მწვავე არჩევანი. ასე იყო 1121 წელსაც, როცა საქართველოს მოადგა მტრის 600 ათასიანი ლაშქარი, რომელსაც სურდა სამუდამოდ აღმოეფხვრა ქართველთა სახსენებელი. უკან დახევა ნიშნავდა მოსპობას ერისას. ერთიღა რჩებოდათ ქართველებს: ან გამარჯვება, ანდა ბრძოლის ველზე სახელოვანი სიკვდილი. ასეთი რწმენით შეება ურიცხვ მტერს ქართველთა 56-ათასიანი ლაშქარი და რამდენიმე საათიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ მეფე დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით დიდი გამარჯვება იქნა მოპოვებული. მემატიანემ ამ საარაკო ომს უწოდა „ძლევაი საკვირველი“, ეს იყო სახელოვანი დიდგორის ომი. ჩვენი ერის წინაშე არაერთგზის დამდგარა მწვავე


ასეთი მაგალითები უამრავია საქართველოს ისტორიაში

მუხანათი მტერი ხშირად ცდილობდა გადაბირებას ჩვენი წინაპრების, რისთვისაც პირდებოდა მათ ქვეყნიურ დიდებასა და პატივს, მაგრამ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულებს ვერც მოფერებითა და ვერც მუქარით ვერ ყიდულობდა. სამშობლო მიწისა და სარწმუნოების ღალატს ჩვენი ხალხი ამჯობინებდა გმირულ სიკვდილს, რის ნათელ მაგალითადაც გამოგვადგება მოწამეობრივი ღვაწლი არგვეთის დიდი მთავრებისა დავითისა და კონსტანტინესი, რომელნიც მურვან ყრუს მიერ ეწამნენ მშობელი ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის და ამით უკვდავყვეს თავიანთი სახელები. ასეთი მაგალითები უამრავია საქართველოს ისტორიაში. მუხანათი მტერი ხშირად ცდილობდა გადაბირებას

იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი

ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა

ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმანეთისა უნდა სჯეროდეს. ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს


ამგვარი სიყვარულით უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე

ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით. ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება, მაგალითად, შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.
ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს. ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ

როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8). როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს

თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ

ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი, - პასუხისმგებლობას, ომის დროს კი, - თავდადებასაც;
ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს „არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ“ (ეფ. 6.12). ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული

თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

2