გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფალთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს. გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.
ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა... ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი,... იხილეთ სრულად
ადამიანის გონება მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთაებრივი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისაგან საზრდოობს.
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ, გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელ... იხილეთ სრულად
წმ. აბა თალასე წერს: "გრძნობა გონებას მიეც მსახურად და არ მისცე მას დრო, რათა იგი გაართოს" (სათნოებათა სიყვარული, 3,316).
ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ მისი გონება და გრძნობები საითკენაა მიმართული.