ზიარება - ციტატები, გამონათქვამები
ზიარება - ციტატები, გამონათქვამები ზიარება, გამონათქვამები, ციტატები
აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა.
არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუა... იხილეთ სრულად
ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
უფლის ხორცისა და სისხლის მიღებისას მაცხოვარი მიუთითებს, რომ ადამიანისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხორციელ პურზე ზრუნვა, მისთვის აუცილებელია სულიერი საზრდელი, რომელიც მას შემოქმედთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს მისი სულის ზეაღსვლა... იხილეთ სრულად
ლოცვის, აღსარებისა და წმიდა ზიარების გარეშე ზეაღმყვანებელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია.