დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში: თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი წვრილმანებისგან და უფრო ფართო ხასიათის პრობლემებით იფარგლება. მისი სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახეს, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური და ვ...
იხილეთ სრულად
დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში: თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი წვრილმანებისგან და უფრო ფართო ხასიათის პრობლემებით იფარგლება. მისი სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახეს, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური აზროვნების უნარს.ჰორიზონტალური მზერა მოიცავს ზრუნვას საკუთარ თავზე, ოჯახსა და, ზოგადად, მატერიალურზე. მთავარი დადებითი მხარე ამ აზროვნებისა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შედის ზრუნვა მოყვასისთვის.მაგრამ ადამიან...
ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა.
ვინც ფიქრობს ერის მომავალზე, უპირველესად უნდა იფიქროს თავის სულიერ ამაღლებაზე და დაიწყოს ერის გამოსწორება თავისი თავის განწმენდით - საკუთარი ჯვრის მტვირთველობით, ღვთის ჭეშმარიტ გზაზე დადგომით. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ადამიანი...
იხილეთ სრულად
ვინც ფიქრობს ერის მომავალზე, უპირველესად უნდა იფიქროს თავის სულიერ ამაღლებაზე და დაიწყოს ერის გამოსწორება თავისი თავის განწმენდით - საკუთარი ჯვრის მტვირთველობით, ღვთის ჭეშმარიტ გზაზე დადგომით. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ადამიანი სინამდვილეში, სხვას რა უჭირს და იმასაც მიხვდება, როგორ უშველოს მას.
ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ქრისტესი, შევიყვაროთ იგი და შემდეგ აღვასრულოთ სიტყვანი მისი: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16, 24). უფალი კი არ გ...
იხილეთ სრულად
ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ქრისტესი, შევიყვაროთ იგი და შემდეგ აღვასრულოთ სიტყვანი მისი: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16, 24). უფალი კი არ გვიბრძანებს ამას, არამედ გვთავაზობს, თავისუფალი არჩევანის საშუალებას გვაძლევს. მან იცის, რომ ყველა არ მოუსმენს და ამიტომაც ამბობს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“ (მთ. 10, 38).
კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა. ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს...
იხილეთ სრულად
კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა. ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს ვეხმარებით ამქვეყნიური ცხოვრების ჯვრის ზიდვაში. წმ. პავლე მოციქული წერს: „ურთიერთას უღელი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2).