58. ყურს ნუ მიაპყრობ მაწყევარის ენას, ნურც ავსიტყვაობის მოყვარულისას, სიამოვნებით რომ ამბობს ან ისმენს მოყვასის საწინააღმდეგო სიტყვას; რათა არ განეშორო ღვთის სიყვრულს და უცხო არ გახდე მარადიული ცხოვრებისათვის.
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკ...
იხილეთ სრულად
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკუთარი მარადიული ტანჯვის მიზეზი?
link
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტ...
იხილეთ სრულად
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტანჯვას?
link
მოქმედებს თუ არა წყევლა?
იხილეთ სრულად
ნურანაირი წყევლისა ნუ შეგეშინდება: ნებისმიერი წყევლისთვის ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ღვთის წინაშე. იცოდე, შენს მიმართ წარმოთქმული დაუმსახურებული წყევლა მაწყევარს უბრუნდება. შენ კი, თუ წყევლის შიშით საკუთარი სინდისის, მოვალეობისა და სიმართლის წინააღმდეგ წახვალ, დაშორდები უფალს და ხელს შეუწყობ ბოროტებას, რომელიც უნდა აღიკვეთოს.
link
მოქმედებს თუ არა წყევლა მასზე, ვინც ღვთის კანონების მიხედვით ცხოვრობს?
ახდება თუ არა დაუმსახურებელი წყევლა?
იხილეთ სრულად
არა. ის არ ახდება, მაგრამ ახალ-ახალი მწუხარებებით და დემონური განსაცდელებით კი დაამძიმებს იმის ცხოვრებას, ვისაც წყევლას უთვლიან. წყევლა "ტკბილი ლუკმაა" ეშმაკისთვის. განსაკუთრებით დიდი საშინელებაა, როდესაც მშობლები მრისხანების წუთებში, ანდა სულაც ისე, სხვათა შორის, საკუთარ შვილებს წყევლიან. ამით ისინი მათ სულებს ამახინჯებენ.ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც ადამიანი აპოკრიფულ ან მწვალებლურ ლოცვებს კითხულობს, იგი ეხება შელოცვებს, რომლებსაც ლოცვად ას...
link
სულის რა მდგომარეობის დროს შეირაცხება ლოცვა ცოდვად?
იხილეთ სრულად
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ლოცვას ისე იწყებს, რომ თავის მტრებსა და შეურაცხმყოფელებს არ შეუნდობს. თქვა უფალმა: "რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მთ. 7, 2). თუ ჩვენ არ შევუნდობთ კაცს, არც ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს - ისინი ქვის მეწყერივით დაფარავენ ჩვენს ლოცვას.ლოცვისას ზოგიერთი ღმერთს სთხოვს თავისი შეურაცხმყოფელების დასჯას და სიკვდილს, წყევლის თავის მტრებს, ზოგჯერ კი ახლობლებსაც. მაგრამ წყევლა ორლესული მახვილია: იგი განგმირავს იმა...
link
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა გან...
იხილეთ სრულად
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.
link
ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარული და დელიკატურობა გააჩნია და უსამართლობას ითმენს სხვა ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ამასთანავე ამბობს: "დაე, ღმერთმა მიუზღას", ის, თუმცა ამას ვერ ხვდება, მზაკვრისგან დაცინ...
იხილეთ სრულად
ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარული და დელიკატურობა გააჩნია და უსამართლობას ითმენს სხვა ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ამასთანავე ამბობს: "დაე, ღმერთმა მიუზღას", ის, თუმცა ამას ვერ ხვდება, მზაკვრისგან დაცინვას იმკის, რადგან ამგვარი ქმედება თავაზიანი კრულვაა. ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს, რათა მოხვდეს სხვა, მარადიულ ცხოვრებაში, მოხვდეს სამოთხეში. ზრახვა მეუბნება, რომ ეს თავაზიანი წყევლა-კრულვა სულიერ გასასვ...
link
707. თუკი ვინმე მეტყვის, ნესტორი და მისი მსგავსი ერეტიკოსები შეაჩვენეო, უნდა მოვიქცე ასე, თუ არა?
იხილეთ სრულად
ნესტორი და მისი მიმდევარი ერეტიკოსები რომ ანათემას გადასცეს - ეს ცხადია, მაგრამ შენ არამც და არამც არ გაკადნიერდე, რომ ვინმე შეაჩვენო, რადგან ვინც საკუთარ თავს ცოდვილად თვლის, მან საკუთარ ცოდვებზე უნდა იგლოვოს და მეტი არაფერი; ამიტომ საჭირო არაა ვინმეს განკითხვა და შეჩვენება, არამედ „საქმენი თვისნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან“ (2 კორ. 13, 5; გალ. 6, 4).
link