სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას.
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მი... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია. მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი... იხილეთ სრულად
სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.
პიროვნებები ერთმანეთისაგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგი - გულფიცხი და ავადმყოფურად მგრძნობიარე, ერთი სიტყვაც კი წონასწორობიდან რომ გამოიყვანს... მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, შინაგანი... იხილეთ სრულად
თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს.
გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „ იხილეთ სრულად
უფალი ჩვენთან სიმშვიდის ჟამს მოდის, ხოლო ყოველივე მტრული, შფოთითა და ამბოხებით აღესრულება.