
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა
14. გძაგდინ უვაკობაი საწუთოისაი, ხოლო ღმერთსა ნუ შეასმენ მის ძლითა
შეიძულე ეს სოფელი მთელი თავისი მომხიბვლელობით, მხოლოდ ღმერთი და მარადიული ცხოვრება შეიყვარე და სამყაროში ისე იცხოვრებ, როგორც - ლოთი სოდომში, უვნებლად იქნები.
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
მათ გამო გვებრძანა, ვიყოთ სოფელში და არ შევიყვაროთ სოფელი; მაგრამ არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძულოთ ღვთის ქმნილებანი, არამედ რათა ამ სამი ვნების მიზეზი მოვიკვეთოთ.
ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი
146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.
მიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილების არქონა და ყოველგვარი ცხოვრებისეულის მოძულება კიდევ არ ნიშნავს ცხოვრებაზე უარის თქმას: პირიქით, ეს ნიშნავს, ჭეშმარიტი განსაზღვრების ცოდნას და, აქედან გამომდინარე, მისი ჭეშმარიტად მაღალი ღირებულების... იხილეთ სრულად
ვინც მთელი სულით და გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერ სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მა... იხილეთ სრულად
უფლის სიყვარულისაგან სული თითქოს შეშლილი ხდება; ზის, დუმს, ლაპარაკი არ სურს და როგორც შეშლილი, უცქერის სამყაროს და არ სურს იგი, არ ხედავს მას. და ადამაინებმა არ იციან, რომ იგი ჭვრეტს საყვარელ უფალს და სამყარო დარჩა თითქოს უკან, და... იხილეთ სრულად