საკუთარ თავზე მინდობა, თავდაჯერებულობა - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარ თავზე მინდობა, თავდაჯერებულობა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარ თავზე მინდობა, თავდაჯერებულობა
ცხოვრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ჩვენ ხომ ზედმეტად თვითდაჯერებულნი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზე ან გარკვეულ მიწიერ გარემოებებზეა დამოკიდებული და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს არ ვაკეთ... იხილეთ სრულად
ცოდვა მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია.
დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.
ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც, სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ჩ... იხილეთ სრულად
თითოეული ჩვენგანის და საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცე... იხილეთ სრულად
გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსაცდელში მყო... იხილეთ სრულად
ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მო... იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავს ნუ მიენდობით, არამედ ეცადეთ, უფლის სასოება არ დაკარგოთ როგორც ყველაზე მძიმე წუთებში, ისე მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით აღვსილნი... იხილეთ სრულად