სამება - ციტატები, გამონათქვამები
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ ... იხილეთ სრულად
მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, ... იხილეთ სრულად
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდა... იხილეთ სრულად
ღმერთი არსებით ერთია და მაინც არ არის ერთი - სამპიროვანი ერთარსებაა. იგი ყოველი ადამიანის პირად დრამას თანაუგრძნობს და ამავე დროს მთელი სამყაროს ღმერთად რჩება. მას შეუძლია ტანჯვა განიცადოს და მაინც სრულყოფილი დარჩეს, იგი ყველგანმყ... იხილეთ სრულად
მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან (იოვანე 17, 21-26).
თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა. ეკლესიის საშუალებით იღებს მორწმუნე მრევლი ღვთის მადლს ... იხილეთ სრულად
ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება... იხილეთ სრულად
ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.
რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - O ???? N. ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“ ანუ „მყოფს“, ითარგმნება: „ის, რომელიც არ... იხილეთ სრულად