ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება
ქრისტესთან, მეორე ადამთან, მეორედ შობით (ნათლობით) დაკავშირებული პიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაში ხორციელდება.
ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა.
ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი, იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება... იხილეთ სრულად
აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.
ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან. „ეკლესიის გარეშე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ყოველივეს: ჰქონდეს რწმენა მამის, ძის ... იხილეთ სრულად
ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს.