საკუთარი თავის განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
არ მიიღო არცერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკ... იხილეთ სრულად
ვაი ჩვენ, როცა გვასწავლიან და არ ვასრულებთ, თავს არ ვაიძულებთ; როცა თავის იძულებისთვის ყველანაირი საშუალება გვეძლევა, ჩვენ კი უმოქმედონი ვრჩებით. მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ განვიკითხოთ საკუთარი თავი, როგორც უღირსი... იხილეთ სრულად
სხვას ნუ განიკითხავ; მხოლოდ საკუთარ შეცდომებს უყურე. სიფრთხილით წარმოთქვი თითოეული სიტყვა და ნურავის ატკენ გულს.
შვილო, ყოველთვის გაამართლე შენი ძმა, თავი კი განიკითხე და საკუთარი საქციელი არასოდეს გაამართლო. ისწავლე „შემინდე“ და ამით სიმდაბლე დაისადგურებს შენში.
მაშ, ვეცადოთ, ვაიძულოთ თავი, რომ არ დავკარგოთ მიზანი და ხვალ მწარედ არ ვინანოთ. გამუდმებით ამაზე ვიფიქროთ და ისე ვიშრომოთ, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღე იყოს. ჩვენი მიზანი ერთია: ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი, დაინახოს საკუთა... იხილეთ სრულად
როცა საზიარებლად მიდიხარ, განიკითხე თავი, როგორც ცოდვილმა, რომელიც მეუფე ქრისტეს მიღების ღირსი არ არის. ზიარებისას უნდა ტიროდე, რომ იესომ შეგიბრალოს შენი ცოდვების გამო.
ოჰ, რა იოლია სიმდაბლის გზა! ასკეტური შრომის გარეშეც, სნეულებისას თავის დამდაბლებით, თავის განკითხვით და ღვთისადმი მადლიერებით ადამიანს შეუძლია მაღალ სულიერ საზომს მიაღწიოს და ძეობის სიხარული შეიგრძნოს! და პირიქით, როცა ადამიანი ას... იხილეთ სრულად