ჭეშმარიტება და სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება და სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება და სიცრუე, გამონათქვამები
შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერთო არა აქვს რა.
აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა, რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.
„მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენეს ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე“ (ინ. 11, 25–26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიც... იხილეთ სრულად
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლე... იხილეთ სრულად
სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი - მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.
ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32).
ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გარეშე ამქვეყნიური მეუფება სიცრუესა და ძალადობაზეა დაფუძნებული.
ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან მოიგო მარადის ჭეშმარიტებაი და არა ეუფლოს მას სული სიცრუვისაი. სამ გზის სანატრელ არს, რომელი იქმს ჭეშმარიტებასა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა. და ვინ არა ჰნატრიდეს, რომლისა თ... იხილეთ სრულად