უმეცრება, უცოდინრობა - ციტატები, გამონათქვამები
როცა გონება არ არის დაკავებული უფლის ხსოვნითა და საღვთო საგნებზე ფიქრით, მაშინ ადამიანს უდებება, მცონარება, უმეცრება და შემდეგ ბოროტი გულისთქმები ეუფლება!
ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარისია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენი სულის მზაკვარი მოწინააღმდეგე უმოქმედოდ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვ... იხილეთ სრულად
რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა და ძრწოლა! ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ. მე კი, საწყალობელს, კაცობრიობის ორმა ბოროტებამ – გულმავიწყობამ და უმეცრებამ თვალები... იხილეთ სრულად
1. აზრებისა და საგნების გონივრული გამოყენება უბიწოებას, სიყვარულსა და ცოდნას გვანიჭებს, ხოლო უგნური - თავშეუკავებლობას, სიძულვილსა და უცოდინრობას.
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე... იხილეთ სრულად
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ა... იხილეთ სრულად
რატომ ითვლება ადამიანი დამნაშავედ, თუ უცოდინრობის გამო ჩაიდინა ცოდვა? საჭიროა ამ ცოდვის მონანიება? ამ დროს რა დონის პასუხისმგებლობა არსებობს?
სულით გლახაკია ის განსწავლული, რომელიც ნიუტონის მსგავსად აღიარებს, რომ მისი უცოდინრობა ცოდნას უსასრულოდ აღემატება.