საზოგადოება - ციტატები, გამონათქვამები
საზოგადოება - ციტატები, გამონათქვამები საზოგადოება, გამონათქვამები, ციტატები
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება აქტიური ქმედებე... იხილეთ სრულად
ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში - ეკოლოგიურ კატასტროფებს.
იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთელი საზოგადოება; ამიტომ, ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტე... იხილეთ სრულად
ჯანსაღია ის საზოგადოება, სადაც შემოქმედებითი წინსვლა წარსულთან კავშირის გაუწყვეტლად ხდება, სადაც ერთმანეთს ერწყმის კონსერვატული და შემოქმედებითი ელემენტი.
საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.
კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.
დღეს საზოგადოების პროგრესზე ხშირად მსჯელობენ თითოეული მოსახლის კეთილდღეობის მიხედვით; სულიერი და ზნეობრივი კულტურის გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები კი ხშირად მეორე პლანზე რჩება.
როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს.