წუთისოფელი და მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი და მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი და მარადისობა, გამონათქვამები
სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ნებისმიერი ადამიანისათვის აქ, ამქვეყნად, იწყება.
ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი, სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენ... იხილეთ სრულად
სიცოცხლე არის მომზადება მარადიული ნეტარებისთვის, ეს არის მდგომარეობა, როცა გეძლევა საშუალება, იგრძნო ღმერთი შენში და შენი თავი – ღმერთში.
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც, ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ... იხილეთ სრულად
მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ.
ჩვენთვის ამქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.