მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვაუწყოთ მტერთა ჩუენთა, ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ვისწრაფოთ საქმედ-საქმესა, რომელი ღმრთისა სათნო არს. დაღაცათუ ვიგინნეთ, გინა ვიგუემნეთ, დაღათუ უძვირესი მისსა შეგუემთხვიოს, ძლიერად მოვითმინოთ და უწყოდით, ვითარმედ ესე უფროის არს და უზეშთაეს ყოველთა სათნოებათა ჩუენთა. ესე კეთილი წინა წარმოგვიდგეს დღესა მას განკითხვისასა. ურიცხუად და ფრიად და მრავლად შევსცეთით და ვცოდეთ, და ბრალეულ ვიქმნენით და ღმერთი განვარისხეთ, ხოლო წყალობითა თვისითა დაგვიდვა გზაი დასამშვიდებელი.
ამიერითგან არღარა მივსცეთ საფასე ესე კეთილთაი ეშმაკსა. ნუუკუე ღმერთი ვერ შემძლებელ იყოა ბრძანებად ჩუენდა და დაგებად ძმათა ჩუენთა, გინა მტერთა ჩუენთა უმადლოდ და უსარგებლოდ? ნუუკუე კაცი შემძლებელ არსა სასჯელად, გინა სიტყვის-გებად მისა, გინა მცნებათა მისთა აუგის-დებად? არამედ მრავალთა მოწყალებათა მისთათვის და სახიერებისა აღგვითქუა ჩუენ ფრიადისა მადლისა მოცემაი და მოტევებაი შეცოდებათა ჩუენთაი, უკუეთუ ჩუენ მშვიდობაი ვყოთ მტერთა ჩუენთა თანა. აწ უკუე, რომელი მოტევებაი და შენდობაი იყოს ჩუენდა, ვინაითგან ესევითარისა მადლისა მოცემაიცა აღგვითქუა და ჩუენ ეგრეცა არა დავემორჩილნეთ რჩულსა მისსა, არამედ უდებ ვიყუნეთ მისგან. მითხარ-ღა, ძმაო, უკუეთუმცა მეფემან ბრძანა, ვითარმედ: ყოველი რომელი გულ-ძვირ არს ძმისა მიმართ თვისისა, უკუეთუ აწვე დაეგოს, და თუ არა მოეკუეთოს თავი მისი, არამემცა ყოველნი მირბიოდესა ურთიერთას მშვიდობისა ყოფად და დაგებად? მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ არცა თუ ერთი ჟამი ყვესმცა დროისაი დაგებისათვის ძმისა თვისისა.
აწ უკუე რომელი შენდობაი იყოს ჩუენდა, ვინაითგან არა პატივ-ვსცემთ ბრძანებულსა ღმრთისასა, ვითარ-იგი პატივ-სცემთ ბრძანებულსა კაცისასა ჩუენისავე ბუნებისასა. ამისთვის ბრძანებულ არს ჩუენდა, რაითა ვიტყოდით ლოცვასა შინა: "მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა" (მათე 6,12). რომელიმცა მცნებაი იყო ამისა უმჯობესი და უსუბუქესი, რამეთუ გყო შენ მსაჯულმან ხელმწიფე ცოდვათა შენთა მოტევებასა ზედა!
შეიტკბე ძმაი შენი და ამბორს უყავ სიყუარულით პირველ განძვინებისა სულისა მისისა შენ ზედა. დაღაცათუ ფრიად სათანადოი რაიმე საქმე გეიძულებოდის დღესა მას გულის წყრომისა და შფოთისა შენისასა, და გინდეს თუ შესლვად ყოველი ქალაქი ანუ გარეშე ქალაქსა სოფელი, გინა თუ გზასა შორსა წარმართებულ იყო, დაუტევე ესე ყოველი და მიისწრაფე და დაეგე ძმასა შენსა. დაღათუ რაიმე ძნელი საქმე იყოს, თავს-იდევ ღმრთისათვის. და უკუეთუ სული შენი მოწყინე და მწუხარე იყოს და ეკიცხებოდის და ჰრცხვენოდის დაგებად იმისა, არქუ მას: რაისა არა გნებავს მშვიდობისა ყოფად და ხარ შენ მოძნაურ და მწუხარე. ესე მცნებაი არა თუ მონაგებთა და საწუთროისა სახმართათვის ბრძანებულ არს, არამედ ხსნისა და ცხორებისა ჩუენისათვის დადებულ არს ესე მცნებაი ღმრთისა მიერ, რამეთუ ღმერთმან პირველვე გვიბრძანა ყოფად ესე. რამეთუ სავაჭროი სული - ერი არს ესე, არა მოვიწყინოთ და არცა დავიცინოთ ყოფად ამას
ნუ იტყვი შენ ამას, ვითარმედ ვაგინეთ ბოროტად ერთი-ერთსა და იყო ჩუენ შორის ეგევითარი სიწბოი საქიქელი, აწღა აღვდგე და იყო ჩუენ შორის ეგევითარი სიწბოი საქიქელი, აწღა აღვდგე და მუნთქუესვე მშვიდობისა ყოფად მივრბიოდი, - ვინ არა გამგმოს და მაბრალოს სწრაფისათვის ჩემისა მშვიდობისა ყოფად! რამეთუ ამას კაცი გონიერი არა გაბრალებს შენ ყოფისათვის მშვიდობისა, არამედ მაშინღა საცინელ და საკიცხელ იქმნე ყოველთაგან, უკუეთუ დაადგრე მტერობასა ზედა მოყუსისა შენისასა. ვითარცაღა სიყუარული დაჰფარავს მრავალთა ცოდვათა, ეგრეთვე მტერობაი შობს მრავალთა ცოდვათა არარაისაგან
მტერობაი ერთისაი გვიბრძანა ჩუენ ღმერთმან, რომელ არს ეშმაკი. და ეკრძალე დაგებად და მშვიდობისა ყოფად მის თანა, და ეკრძალე განრისხებასა ძმისა შენისასა, არამედ უკუეთუ შეგემთხვიოს შენ მწუხარებაი, გინა სულმოკლებაი, ნუ დაადგრები მას ზედა დღისა ერთისა უფროის, რამეთუ თქუმულ არს: "მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა" (ეფეს. 4,26). და უკუეთუ დაეგო ძმასა შენსა პირველ მიმწუხრებისა, ჰპოვო შენ მოტევებაი. და უკუეთუ დღე გარდახდეს და შენ გულ-ძვირობასავე ზედა იყო, არღარა აღძრვისაგან გულის წყრომისა არს მტერობაი შენი, არამედ სიძულვილისა და მტერობისაგან სულისა, რომელი მიუძღუს მტერობად და ბოროტებად. უკუეთუ ერთი დღე წარხდეს და არა დაეგო ძმასა შენსა, მაშინ ფრიად განძვინდეს მწუხარებაი შენი. და უკუეთუ წარხდეს ორი, გინა სამი დღე, ფრიად აღემატოს ბოროტი. და უკუეთუ წარხდეს ოთხი, გინა ხუთი დღე, ხუთი იგი ათ იქმნეს, ათი - ოც, და ოცი - ას, მაშინ დაადგრეს წყლულებაი იგი უკურნებელად. რავდენცა ჟამი განგრძობილ იქმნას, ეგოდენცა განვიშორნეთ ურთიერთას, არამედ ჯერ-არს ჩუენდა კრძალვაი, რაითა არაი ესევითარი შეგვემთხვიოს ბოროტი
რაიმე უკუე იყოს უძვიეს და უსაწყალობელეს კაცისა მის, რომელი მარადის გულ-მწყრალ არნ, რამეთუ ვითარცა ეშმაკეულთა არა აქუს განსუენება ამას განსასვენებელსა. ეგრეთცა გულმანკიერსა, რომელსა მტერი ესუას, არა აქუს განსუენება არცაღათუ ჟამ ერთ, რამეთუ სიტყუაი მტერისაი და ზრახვაი აღსძრავნ მას მწუხარებად. და უკუეთუ ესმინ მას ხმაი შემაწუხებელისა მისისაი. ანუ ახსენის ვინმე სახელი მტერისა მისისაი წინაშე მისსა, აღეტყინის იგი ვითარცა ნაძეძი, და შინაგანი მისი ყოველი შეელმინ. და უკუეთუ სადამე იხილის პირისპირ, შეშფოთნის და შეძრწუნდის, ვითარცა ძვირი ფრიადი შემთხუეულ იყო მის მიერ მისა.
და უკუეთუ ნათესავი მტერისა მისისაი იხილის, გინა სამოსელი, გინა სახლი, გინა უბანი მისი, გინა შესავალ გამოსავალი, ყოველი რაიცა იხილის, შეწუხნის და აღშფოთნის მსგავსად მათდა, რომელთა-იგი საყუარელნი მეგობარნი უსხენედ, გინა ტრფიალნი. და ოდეს იხილიან პირნი მათნი, გინა სამოსელნი, გინა ხამლნი მათნი, გინა სოფელნი მათნი, გინა ფოლოცნი მათნი, მხიარულ იქმნიედ გულითა და უხარინ. ეგრეთვე რომელთა შორის ჩუენსა და მათ მტერობაი არნ, ოდე ვიხილნით იგინი ანუ მათთა საქმეთაგანი რაიმე, შევწუხნით და შეგუელმინ ყოველი შინაგანი ჩუენი, რაიმე უკუე იყო ამას ბრძოლასა და ამას გუემასა და ვნებასა. დაღაცა თუმცა, ჯოჯოხეთი არა აღთქუმულ იყო ძვირის მოხსენეთა და გულმანკიერთა, არამედ მწუხარებისა და ვნებისათვის, რომელნი იშუების ჩუენ შორის მის მიერ, ჯერვე არს ჩუენდა შენდობაი შემაწუხებელთა ჩუენთაი ყოველსა ჟამსა, რაითა არღარა დავიწერტებოდით აქავე შურითა მათითა. უკუეთუ ვიხილით მტერი ჩუენი კეთილსა შინა, განვიმსჭუალნით მწუხარებითა, ვითარცა მუსმრითა; და უკუეთუ მწუხარებასა შინა ვიხილით, მხიარულ ვიქმნით და გვიხარინ და გუეშინინ, ნუუკუე კეთილი მოეგოს მას, და ამათ ორთა საქმეთაგან შემზადებულ არს ჩუენდა სატანჯუელი საუკუნოი
აწ უკუე გვიღირს ჩუენ დამარხვაი ყოველთა მცნებათა ღმრთისათაი და უფროისღა, რომელსა-იგი გუამცნებს, რაითა არა გუესუას ჩუენ მტერი ქუეყანასა ზედა და არცა ვის ზედა გულძვირ ვიყუნეთ ყოლადვე. არამედ უკუეთუ შეგუემთხვიოს ჩუენ შფოთი და მწუხარებაი ძმათაგან, მუნთქუესვე დავეგნეთ. რამეთუ ვითარცა მეძავნი და მგმობარნი ვერ შემძლებელ არიან ზიარებად ტაბლასა ამას სამღვდელოსა, ეგრეთვე რომელსა მტერი ესუას და გულ-ძვირობაი ეპყრას გულსა შინა თვისსა, ვერ შემძლებელ არს შუებად წმიდათაგან საიდუმლოთა, და ნუ უკუეცა რომელმან-იგი ისიძვა და იმრუშა და აღისრულა გულის-თქუმაი თვისი და მუნთქუესვე შეინანა ცოდვაი იგი თვისი. უკუეთუ განიღვიძოს და განიფრთხოს დაცემულობისაგან თვისისა აჩუენოს შემდგომად მისა მხურვალე სარწმუნოებაი და სინანული, პოვოს მან განსუენებაი და ნუგეშინისცემაი და შემდობაი. ხოლო რომელსა გულძვირობაი თანა აქუს, იგი მარადის ყოველთა ჟამთა ცოდავს, რომლისა შენდობისა ღირს ვართ. უკუეთუ ნებითა ჩუენითა მივსცნეთ თავნი ჩუენნი ესევითარსა მხეცსა ბოროტსა, რომელ არს ძვირის ხსენებაი, ვითარ გნებავს, ვითარ სახიერ და მოწყალე გექმნას შენ უფალი, ვინაითგან შენ მოყვასსა შენსა ზედა გულმანკიერ ხარ და ძვირსა იხსენებ. გაგინაა მოყუასმან შენმან? მოიხსენე შენცა, რამეთუ მრავალგზის აგინე ღმერთსა საქმითა შენითა ბოროტითა, და რაი შეტყუებაი არს უფლისა და მონისა. ეგრეთვე უკუეთუ სადამე გაგინა, ნუკუე ბოროტი რაიმე უყავ და აღაშფოთე და იძულე გინებად შენდა. ხოლო შენ აგინებ უფალსა შენსა, რომელმან არაი ოდეს შეგცოდა შენ და არცა უსამართლოი გიყო, არამედ შენწე არს შენდა ყოველთა დღეთა კეთილისათვის
სწავლა მგ. არა ბოროტის ყოფისათვის
ძმანო ჩემნო საყვარელნო! ნუმცა ოდეს განვიზრახავთ ბოროტსა სხვისათვის, რამეთუ გულსავსე იყვენით. რომელნი ამას იქმოდეთ, თავთა თვისთათვის ჰლესთ მახვილსა, და უბოროტესად მოიწყლვით ხელითა თქვენითა. არამედ, უკეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვლის მიგებაი, ნუ მიაგებ ბოროტსა, და (მოთმინებით) მიგიგიეს, უკეთუ კულა ბოროტი იყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყვი სიტყვასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკეთუ იტყვი, თუ ვითარ იყოს ესე, ისმინე თუ ვითარ, რაჟამს არს ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების მიმგებელ ბოროტის მყოფელისა მის შენისა. ხოლო რაჟამს შენ თვით იწყო ბოროტის ყოფად მისდა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დახსენ სიტყვა იგი წერილისა, რომელი იტყვის: "ჩემი არს სასჯელი და მე მივაგო", იტყვის უფალი, რამეთუ, უკეთუ მონანი იყვნენ ჩვენნი და ურთიერთარს შეშფოთნენ და არა ჩვენდა მოვიდნენ სამართლისა სასჯელისა ყოფად, არამედ თვით იგინი განჰსჯიდნენ, არა შევსწუხნეთა? ხოლო უკეთუ ჩვენ ესრეთ ვართ, არა უფროსად ღმერთი იყოსა ესრეთ? რომელმან ბრძანა, ყოველივე სასჯელისა მისდა მიგდებაი, რამეთუ არა უგუნურება არსა, უკეთუ ესოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩვენ ღმერთსა არა ვაჩვენებდეთ, რაოდენსა ჩვენ მონათა ჩვენთაგან ვეძიებდეთ, ხოლო ამას ვიტყვი ჩვენთვის, რომელნი ესე მოსწრაფე ვართ ურთიერთ არს ბოროტის ყოფად, თუ არა ჭეშმარიტი ესე არს, რათა არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ, და უფროსღა კეთილსა ვუყოფდეთ, რათა ჩვენცა მოგვცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისა, რომელ არს შენდობისა პოვნაი. რამეთუ მითხარღა, უკეთუ შეცოდებულსა მას რისხავ, შენ რადღა ჰსცოდავ და მასვე ბოროტსა შთავარდები? რამეთუ, უკეთუ გაგინა, შენ ნუღარა აგინებ მას, - თუ არა, თავსა თვისსა აგინებ, უკეთუ შეგაწუხა შენ, ნუღარა შეაწუხებ. თუ არა, არღარა გაქვს განყოფილება მისგან. უკეთუ რაიმე გავნო, შენ ნუღარა ავნებ, თუ არა - სარგებელი არღარა იყოს შენდა. არამედ ხარ ყოვლითურთ მსგავს მისსა. ესრეთ შემძლებელ ხარ შერცხვინებად მისისა, უკეთუ ყოველივე სიმშვიდით თავს იდვა და მოითმინო. ესრეთ შეუძლო დაწყნარებად გულისწყრომასა მისსა - მასცა დიდად არგო და თავსა შენსა უმეტესი სასყიდელი მოატყვა. რამეთუ ვერვის ძალ-უძს ბოროტითა ბოროტისა განკურნებაი, არამედ კეთილითა განიკურნების ბოროტი. ესრეთ ყოველთა მიმართ კეთილსა ვიქმოდეთ, საყვარელნო, რომელთა სული წმიდა მოგვიღებიეს, რომელნი სასუფეველსა ცათასა მოველით, რომელთადა ბრძანებულ არს ანგელოს ყოფაი, რომელთადა მოცემულ არიან ესე ვითარნი საიდუმლონი. ამისთვის გევედრები, ძმანო, აღმოვფხვრათ ჩვენთაგან გულის-წყრომა და მრისხანებაი, და მივუტეოთ შემცოდეთა ჩვენთა, და უფროსღა კეთილსა ვუყოფდეთ მათ, რათა ჩვენცა მოვიღოთ მოტევება ცოდვათა ჩვენთა, და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
სწავლა მბ. არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა
საყვარელნო! აღმოვიკითხვიდეთ რა ქრისტეს ვნებათა, გონებათაცა შინა ჩვენთა დავნერგოთ გვირგვინი ეკლისა, სამოსელი კიცხევისა, ლელწამი იგი და ყვრიმლის ცემაი, ნერწყვა და კიცხევაი ფრიად სარგებელ გვეყოს, და არა განვრისხნეთ, რაიცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩვენ ზედა, რამეთუ "არა არს მონა უფროს უფლისა თვისისა". ვითარ ეტყოდეს ქრისტესა ჰურიანი, ვითარმედ სამარიტელი ხარ და ეშმაკი არს შენთანა და სხვანი მრავალნი ესევითარნი? და მისთვის თავს იდვა ესე ყოველი მეუფემან, რათა ჩვენცა კვალსა მისსა შევუდგეთ. რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა და ჩვენ ყოველთა.
მოვიგოთ უკვე საქმე ესე, საყვარელნო, რამეთუ არა რაი ესრეთ მოწყალე ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ სიყვარული და მოთმინება, და არა ბოროტის ყოფა მტერთა. რაჟამს ვინმე გაგინოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი. ხოლო მას უფროსად სწყალობდე, რამეთუ ქრისტეცა შესწუხნა იუდასთვის. რაისათვის შესწუხნა მისისა წარწყმედისათვის?
ამისთვის ქრისტესა ჩვენცა ვჰბაძვიდეთ, რამეთუ, უკეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ, უმჯობეს იყო არა თუმცა შობილ ვიყვენით. რამეთუ სარწმუნოება ოდენ თვინიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად ჩვენდა, არამედ უფროსად დასასჯელ იქმნების. რამეთუ მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა იქმოდეს, იგვემოს ფრიად. რაი უკვე სიტყვა მივუგოთ მეუფესა, რომელნი ესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ, და უხილავნი იგი გვიხილავნ? და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძვირეს წარმართთასა ვიყვნეთ? რამეთუ, უკეთუ მათ დიდებისათვის ამაოსა მოღვაწება აჩვენეს, ხოლო ჩვენ სასუფეველისა და ღმრთისათვის, და უფროსღა სულთა ჩვენთათვის არა ვაჩვენოთა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათვის სულნიცა თვისნი შეურაცხჰყვნეს. ხოლო ჩვენ მცირედისა ოქროისთვის სულსა წარვიწყმედთ, და არა შეურაცხვჰყოფთ ოქროსა ქრისტესთვის. და ამისთვის მრისხანენი ვართ და საქმენი საძაგელნი გვიყვარან. არამედ ნუმცა არს ესე ჩვენ ზედა! და განვაგდოთ უღელი ანგარებისა ჩვენგან, უფროსად მივუტევნეთ შემცოდეთა ჩვენთა, რათა ესრეთ კადნიერად წარმოვუდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი