უმეტესი მადლი სულიერი მეგზურის პოვნაა
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება...
link
არასოდეს აწყენინო სულიერ მოძღვარს!
როდესაც მაწყენინებენ შეიძლება ვუამბო ეს ვინმეს?
შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე?
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის ...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის მას, სანამ მისი გონება და გული იმდენად არ განიწმინდება, რომ ის უკვე თვითონვე შეძლებდეს ყველაფრის ნათლად დანახვას.
link
ვინც ყველაფერს უბრალოდ, კეთილი ზრახვებით აკეთებს და ყველა თავის განზრახვას სულიერ მამას უზიარებს, ამასთანავე უაღრესად სიმდაბლემოსილი დარწმუნებულია იმაში, რომ კარგი არაფერი გააჩნია – თუმც კი დიდი მოშურნეობით მოსაგრეობს – თავის თავშ...
იხილეთ სრულად
ვინც ყველაფერს უბრალოდ, კეთილი ზრახვებით აკეთებს და ყველა თავის განზრახვას სულიერ მამას უზიარებს, ამასთანავე უაღრესად სიმდაბლემოსილი დარწმუნებულია იმაში, რომ კარგი არაფერი გააჩნია – თუმც კი დიდი მოშურნეობით მოსაგრეობს – თავის თავში უდიდეს სულიერ საგანძურს იმარხავს, რომლის შესახებაც არც თვითონ იცის და არც სხვებმა; ამიტომაც მისგან არ იფლანგება, და სხვებისგან არ წარიტაცება.
link
მოშურნეობა მოყვასის საცხოვნებლად
534. თუ აღმოჩნდა, რომ ვიღაცის აბბა ერესითაა დასნეულებული, უნდა მიატოვოს თუ არა ძმამ ის?
ნუ დაუმალავ სულიერ მამას შენს მიერ ჩადენილ ცოდვას. კეთილი ზნე და საქციელი ყოველდღიურად დაისწავლე შენი მოძღვრისაგან.