წყარო:
მამობრივი დარიგებანი
მონაზვნური მორჩილება სინდისის მოწამეობად ითვლება
მონაზვნური მორჩილება სინდისის მოწამეობად ითვლება
მორჩილები, რომლებიც საკუთარ ნებას მოიკვეთენ და ყველაფერში სათნოეყოფიან მოძღვარს, ნებაყოფლობით მოწამეებად იწოდებიან, თუმცა მრავალფერ ხორციელ სატანჯველს არ განიცდიან. მოწამეთა უმეტესობა ხანმოკლე ტანჯვა-წამებით აღესრულა, მონაზვნური მორჩილების მოწამეობა კი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და სინდისის მოწამეობად ითვლება. ამიტომ გთხოვთ, თქვენს მორჩილებას გაუფრთხილდეთ; ამ მორჩილებას ღვთის წინაშე თქვენი მოძღვარი წარადგენს.