იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. თეოფანე დაყუდებული

როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება. როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს...

link
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელ... იხილეთ სრულად

link

როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩვენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძ... იხილეთ სრულად

link

როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდე... იხილეთ სრულად

link
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვის დროს მოვუხმობთ, თვითონ ფლობს ძალას. ნუ შეგაშფოთებს შენი ლოცვის არასრულყოფილება და სიმშრალე, მოთმინებით ელოდე საღმრთო სახელის ხშირი მოხმობის შედეგად გამოღებულ ნაყოფს. იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვის დროს მოვუხმობთ,...

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

„იესოს ლოცვა“ თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების გრძნობითა და ცრემლებით გამოა... იხილეთ სრულად

link
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მან... იხილეთ სრულად

link

განუწყვეტელი ლოცვისგან ჩვენში მყოფი გონიერი ჰაერი სუფთავდება ბოროტ სულთა ბნელი ღრუბლებისა და ქარებისაგან. როცა გულის ჰაერი სუფთაა, მაშინ აღარაფერი ეწინააღმდეგება მასში იესოს ღმრთაებრივი ნათლის გამობრწყინებას, – თუკი არ აღვზვავდები... იხილეთ სრულად

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

განუწყვეტელი განსწავლა „იესოს ლოცვაში“ აღესრულება ბაგეებით ან გონებით ამ ლოცვის მშვიდად წარმოთქმით, რასაც აუცილებლად უნდა ახლდეს ყურადღება და სინანულის გრძნობა. ეშმაკი ვერ იტანს სინანულის კეთილსურნელებას; იმ სულს, რომელიც ამ კეთილ... იხილეთ სრულად

link
წმ. თეოფანე დაყუდებული

როცა ჯეროვნად დაიწყებ მამათა ლოცვების მიხედვით ლოცვებთან შეჩვევას, აღგეძვრება ღვტის მიმართ საკუთარი ლოცვისმიერი ღაღადებანი. არასოდეს დატოვო უყურადღებოდ შენს სულში გამჟღავნებული ასეთი აღმასვლები ღვთისაკენ. ამ დროს შეჩერდი და ილოცე ... იხილეთ სრულად

link
0