განუწყვეტელი ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
განუწყვეტელი ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები განუწყვეტელი ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
105. როგორ შეიძლება შევასრულოთ მოიქულის სიტყვები: "დაუცადებლად ილოცევდით" (1 თეს. 5, 16–18) ?
181. მაშ, ისევე როგორც შეუძლებელია გავედევნოთ ჰაერში მფრინავ ფრინველებს, ვართ რა ადამიანები, ან კიდევ მათ მსგავსად ვიფრინოთ ჩვენც, არა აქვს რა ჩვენს ბუნებას ეს თვისება, მსგავსადვე შეუძლებელია ვძლიოთ ეშმაკეულ უსხეულო გულისზახვებს ა... იხილეთ სრულად
175. ამრიგად, უწყვეტი ლოცვის გზით გონების ჰაერი განიწმინდება ბნელი ღრუბლებისგან, უკეთურების სულთა ქარებისგან, ხოლო გულისმიერი ჰაერის განწმენდისას შეუძლებელია მასში არ გაბრწყინდეს იესოს ღმრთეებრი სინათლე, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდე... იხილეთ სრულად
107. მარადის გვახსოვდეს იგავი უსამართლო მსაჯულის შესახებ, რაც იმისთვის თქვა უფალმა (ლკ. 18.1–8), რომ გვმართებს დღენიადაგ ვილოცოთ და არ მოგვეწყინოს, რადგან ამით ვპოვებთ სარგებელსა და შურისგებას (უკეთურ ძალებზე).
15. სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ.
147. ვინც გულისხმაყოფს წმინდა პავლესგან საიდუმლოდ თქმულს, რომ, როგორც ამბობს, ჩვენი ბრძოლა მიმართულია უკეთურების სულთა წინააღმდეგ (ეფეს. 6.12), ამგვარი ვინმე შეიცნობს უფლის იგავსაც, რაც უფალმა თქვა სწორედ იმაზე, რომ გვმართებს მუდა... იხილეთ სრულად
97. განუბნეველი ლოცვა ხანგრძლივმლოცველის ღვთისმოყვარეობის მომასწავებელია, ხოლო ლოცვისადმი უყურადღებობა და განბნეულობა ნიშანია გემოთმოყვარეობისა.
94. ყველა საქმეში მუდამჟამს ვედრებას აღავლენდე, რადგან არაფერი აღესრულება ღვთის შემწეობის გარეშე.
34. განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულებელყოფილი არ იქნება (ფს. 50.19).