ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სათნო ყოფისათვის - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სათნო ყოფისათვის, გამონათქვამები
კაცი უნდა ეცადოს და ყოველი ღონე უნდა მოიხმაროს, რომ თვით მისი სული და გული, და ბოლოს თვით სხეული გარდაიქცეს ღვთის ტაძრად და სადგომად. მან უნდა შეამკოს თავი თვისი სათნოებითა, სიწმინდითა, სასოებითა და უმეტესად სიყვარულითა. და მხოლოდ... იხილეთ სრულად
თითქმის უდიდესია ყოველთა სხვათა საქმეთა და უფრო ეამება ღმერთს, და რომელსაც ღმერთი ყოვლის კაცისაგან მოითხოვს, დიდისა და მცირისა, შეძლებულისა და შეუძლებელისაგან. რომელი არის ეს საქმე? ის, ძმაო ჩემო, რომ შენი სული და გული შეუნახე და ... იხილეთ სრულად
196. რა საქმეებიც სათნოა ღვთისთვის, იმ საქმეებსვე ჰმსახურებს აგრეთვე მთელი ქმნილება, მაგრამ რასაც კი განერიდება იგი, მსგავსადვე იმას ქმნილებაც წინ აღუდგება.
195. როდესაც დახლართული საქმის მოგვარება გსურს, ის ეძიე, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ღვთისთვის სათნოა, და ჰპოვებ კიდეც მის სასიკეთო გადაწყვეტას.
95. არაფერია ლოცვაზე უფრო ძლიერმოქმედი, და არც მასზე უფრო სასარგებლო ღვთის სათნოყოფისათვის.
45. უმჯობესია ადამიანთაგან შეცდენილობა, ვიდრე - ეშმაკთაგან, ხოლო ვინც ესათნოვა უფალს, ორივე დასძლია მან.
2. რომელიც ცოდნას (ღვთისმცოდნეობას) შეერთო და მოინაყოფა მისი სიტკბოება, მეტად აღარ ერწმუნება ცუდმედიდობის ეშმაკს, თუნდაც რომ სოფლის ყველა სიამე წარმოუჩინოს მას, რადგან სულიერ მჭვრეტელობაზე უმჯობესს რაღას დაჰპირდება იგი? მაგრამ ვიდ... იხილეთ სრულად
161. წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა.
151. კეთილმსახურმა სულმა იცის ყოველთა ღმერთი, რადგან სხვა არაფერია კეთილმსახურება, თუ არა აღსრულება ღვთის ნებისა, რაც ნიშნავს, რომ ცოდნა ღვთისა ეს იგივეა, ვიყოთ უშურველნი, კეთილგონიერნი, მდაბალნი, ძალისამებრ გამცემნი, გახსნილნი, კ... იხილეთ სრულად
99. როდესაც ღმერთმა თვითუფლებრივად შექმნა ადამიანი, როგორც უშურველმა და კეთილმა, მიანიჭა კიდეც მას შემძლეობა იმისა, რომ სურვილისამებრ გამხდარიყო სათნო ღვთისა, ღმერთს კი ის ესათნოება, რომ ადამიანში არ იყოს ბოროტება. მართლაც, თუ ად... იხილეთ სრულად