ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
„რას იუნჯებ, რას ამპარტავნებ, რას იქადი ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ცოდნას! როცა მოვალ, – ამბობს სიკვდილი, – რისი ღირსნიც ხართ, იმას მოგაგებთ! როცა ბნელ სამარეში აღმოჩნდებით, მაშინ მიხვდებით მიწიერ სიკეთეთა სარგებელს!"
ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს? აჰა, ერთი უხილავი მიკრობი შეგეყრება და მაშინვე სნეულდები, უძლურდები და საფლავში ჩადიხარ. ამპარტავანო მოკვდავო, ხომ ხედავ, უცნობ ქვეყანაში შენს წასაყვანად ს... იხილეთ სრულად
სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი მორჩილების სრულად განხორციელებას სასწაულებრივად შეეწევა. და პირიქით, ეგოიზმი და ამპარტავნება მის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
კეთილ სინდისს დასაბამად, საწყისად, საფუძვლად სიმდაბლე და მორჩილება უდევს, მზაკვარი სინდისის საწყისი კი ამპარტავნება და ურჩობაა.
რა ბოროტია ადამიანის ნება! იგი ეგოიზმს, ამპარტავნებას, თავისმოყვარებასა და სხვა მრავალ ვნებას მალავს. ამიტომ მორჩილი, რომელიც საკუთარი ნებისგან თავისუფალია, ვნებებისგანაც თავისუფალია.
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალე... იხილეთ სრულად