ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ აბსოლუტურად ბოროტი და ცოდვილი კაცი არ არსებობს და რომ ყველაზე უარეს მათგანშიც კი არის რაღაც ნაწილი სიკეთისა. მაგ., თუ მას გულწრფელად უყვარს შვილები, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, უყვარს თუნდ... იხილეთ სრულად
ადამიანისთვის აუცილებელია, იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, აუცილებელია გონიერება, რომ განასხვაოს ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება და შეძლოს მის გარშემო არსებული სიტუაციიდან სწორი არჩევანის გაკეთება. "ხოლო თუ რომელიმე თქვენგ... იხილეთ სრულად
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავისთავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ. კეთილსა... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა.
ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად. თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთ... იხილეთ სრულად
ცოდნა სიკეთისა და ბოროტებისა და უნარი მათი გარჩევისა, არ ცვლის ჩვენს ცხოვრებას, არ ანიჭებს ადამიანს ღვთის სათნო ბუნებას; აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, გამბედაობა და უფლის შეწევნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლის შეწევნა, რამეთუ... იხილეთ სრულად
ადამიანი, როგორც წესი, კეთილი ან ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამავე დროს, თვითონ არის თანამონაწილე და მიზეზი ამა თუ იმ ენერგიის გავლენისა.
ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა.
არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წი... იხილეთ სრულად
გამარჯვებული მხოლოდ ის არის, ვინც სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და ღირსეულად კვდება. ადამიანი, რომელიც ბოროტებას განამრავლებს, ბოროტებითვე იძლევა, ასეთი ადამიანის მიმართ სიკვდილი უმოწყალოა.