წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა, ამპარტავნება, ქედმაღლობა, განსაცდელები, ბოროტება, საკუთარი თავის გამტყუნება, დადანაშაულება, ეგოიზმი
ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება,
ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია – ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადანაშაულება. ყოველთვის თქვი: „მე ვარ დამნაშავე, ჩემშია მიზეზი; ჩემი ვნებებისგან მემართება ყველაფერი. ჩემი უბედურების მიზეზი მხოლოდ მე ვარ, სამგზის უბადრუკი, სხვა არავინ“.
დიახ, შვილო, ეს არის უზენაესი ჭეშმარიტება, უტყუარი სინამდვილე.