ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპი...
იხილეთ სრულად
ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპირდება და უხვად წარმოგიდგენს მონაზვნის წყნარი, განმარტოვებული ცხოვრება - სოფლისა და მისი ამაოებისგან მოშორებით?
ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება,...
იხილეთ სრულად
ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება, უპოვარება და ქალწულება, როგორც სათნოება, ღვთისადმი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ბოძებული ძვირფასი ძღვენია, მსგავსად იმისა, როგორც სახელმწიფოში ცნობილი ადამიანები ხარკის გარდა, მეფეს უძღვნიან საჩუქრებსაც და ამის გამო მდიდ...
რომელ ერისკაცთაგანს აღუსრულებია ოდესმე სასწაული? ვინ აღადგინა მკვდარნი? ვინ განდევნა ეშმაკნი? არავინ. ეს ყოველივე გამარჯვებულ მოსაგრეთა პატივია და მათ სამყარო ვერ იტევს, და თუ შეძლებდა, მაშინ რა საჭირო იქნებოდა სოფლისგან განდგომა?
მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით განმტკიცებულ უარყოფას სოფლის თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიხარულისა და სიამოვნებისას, უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს და ამიტომაც უფლისგანაც უმაღლესი ჯილდოს ...
იხილეთ სრულად
მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით განმტკიცებულ უარყოფას სოფლის თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიხარულისა და სიამოვნებისას, უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს და ამიტომაც უფლისგანაც უმაღლესი ჯილდოს მქონე ხდება. "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს" (მათე 19, 29).
ახალგაზრდა ყმაწვილი ეძებს თავისთვის პატარძალს, გოგონა ეძებს საქმროს. ესაა მიწიერი ცხოვრება, ღვთით კურთხეული. მაგრამ ის სული, რომელსაც გამოირჩევს უფალი და აგრძნობინებს ღმერთის სიყვარულის სიტკბოებას, ამქვეყნიურ ამაოებას არაფრად მიიჩ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდა ყმაწვილი ეძებს თავისთვის პატარძალს, გოგონა ეძებს საქმროს. ესაა მიწიერი ცხოვრება, ღვთით კურთხეული. მაგრამ ის სული, რომელსაც გამოირჩევს უფალი და აგრძნობინებს ღმერთის სიყვარულის სიტკბოებას, ამქვეყნიურ ამაოებას არაფრად მიიჩნევს და არ ეჯაჭვება. მას არ შეუძლია შეიყვაროს მიწიერი; მთელი მისი გონება ზეციურისკენაა.
როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავი, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყ...
იხილეთ სრულად
როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავი, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყალბი თავმდაბლობით კვლავ ერში დაგვაბრუნოს, ან თუ მონასტერში დავრჩებით, სასოწარკვეთილებისაკენ გვიბიძგოს.
ვისაც მხურვალე სურვილი გაქვთ ბერობის ღვაწლი გულმოდგინებით აღარსულოთ, გულისხმაჰყავით უფლის სიტყვები. მან ამა სოფლის ყველა მკვიდრსა და მის მოქალაქეს მკვდარი უწოდა, როდესაც უთხრა ერთს: დაუტოვეთ ერისკაც მკვდრებს დასამარხად მათ შორის მ...
იხილეთ სრულად
ვისაც მხურვალე სურვილი გაქვთ ბერობის ღვაწლი გულმოდგინებით აღარსულოთ, გულისხმაჰყავით უფლის სიტყვები. მან ამა სოფლის ყველა მკვიდრსა და მის მოქალაქეს მკვდარი უწოდა, როდესაც უთხრა ერთს: დაუტოვეთ ერისკაც მკვდრებს დასამარხად მათ შორის მყოფი ხორციელი მკვდრები (ლუკ. 9, 60).
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რ...
იხილეთ სრულად
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რაც ყურადღებას გიფანტავს და გთრგუნავს!”
ხოლო ჩემს სულიერ შვილებს, რომლებიც ისწრაფოდნენ დაემარხათ ქალწულება ქრისტესთვის და მონასტერში წავიდნენ, ცდილობს, ჩააგონოს: “სჯობდა, ცოლი მოგეყვანა, სახლშივე შეგექმნა ეკლესია და ოჯახუ...
ნუ დარდობ, რომ ოჯახს მოეკიდე. კარგია და უფრო მაღალი ბერ-მონაზვნობა, ვინაიდან ბერს ფრთები ასხია და ცისკენ მიფრინავს, დაოჯახებული კი მიწაზე დადის, ხმელეთზე. შესანიშნავია ცაში ყოფნა, მაგრამ სახიფათოა, ვინაიდან თუ ჩამოვარდი, ნაწილ-ნაწ...
იხილეთ სრულად
ნუ დარდობ, რომ ოჯახს მოეკიდე. კარგია და უფრო მაღალი ბერ-მონაზვნობა, ვინაიდან ბერს ფრთები ასხია და ცისკენ მიფრინავს, დაოჯახებული კი მიწაზე დადის, ხმელეთზე. შესანიშნავია ცაში ყოფნა, მაგრამ სახიფათოა, ვინაიდან თუ ჩამოვარდი, ნაწილ-ნაწილ დაიშლები, ხოლო მიწაზე თუ წაბორძიკდი, არაფერია, ადვილად წამოდგები.
შეუძლებელია მონაზვნობა მორჩილების გარეშე, როგორც სიცოცხლე სუნთქვის გარეშე; მორჩილება - ეს მონაზვნის სუნთქვაა. მორჩილების გარეშე მონაზონი ოდნავ თუ განსხვავდება ერისკაცისაგან.