წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მას ზედა, ხშირად უნდა წარმოიდგენდე ღვთაებრივსა მისსა ხატსა. ყოველთა ღვთისმოყვარეთა წმიდათა კაცთა ჰქონდათ და ახლაც აქვსთ ის ჩვეულება, რომელ ერთ დღეს ვერ გაატარებდნენ იგინი, რომ რ ეფიქრათ უფალსა იესო ქრისტესა და და არ გაეხსოვნათ რომელიმე მისი სიტყვა და სწავლა.
თემა: ღვთის ხსოვნაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა, უმანკო სიყვარულითა, როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი განეშორება მისგან, მაშინ კი გული მისი შეიტყობს, რა ძვირფასი იყო იგი მისთვის, მაშინ უმეტესად შეიყვარებს იგი მას, და ესრეთ ხორციელი განშორება სულიერად დააახლოვებს მათ
თემა: სიყვარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმრთელეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.
ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. მაცხოვარი გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოცდათვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ (იოანე 5.14).
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქმნება კიდეც წაეჩხუბე ვისმე, მოატყუე ვინმე და აგინე და სხვანი ბევრი ცოდვანი ქმენი; მაგრამ სინიდისი არ გამხილებდა და არც გიფიქრია, რომ ეს ცოდვა არის; მაშასადამე, შენ სულიერი მსახურება ღვთისა არ გახსოვს და ხორციელი კი გახსოვს. შენ გსურს, რომელ მხოლოდ მარხვის შენახვით დააკმაყოფილო შენი სინიდისი. ვინაითგან ჭკუა და სინიდისი შენ გაიძულებს თაყვანისცე და ადიდო ღმერთი, შემოქმედი შენი, ხოლო ცოდვის მოსპობა, ამ სოფლის უარისყოფა გემძიმება, მარტო მარვის შენახვითა გინდა დაამშვიდო სინიდისი შენი და აღასრულო თხოვნა მისი. მაშასადამე, აღარ შევინახო მარხვა? – მეტყვის ვინმე. შეინახე, მაგრამ არა ხორციელად მხოლოდ, არამედ სულიერადცა. ცოდვისაგან იმარხე და არა მხოლოდ საჭმელისაგან.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი