წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი, რომ ნაცვალდ სულიერისა და ჭეშმარიტისა თაყვანისცემისა, ემსახუროს ღმერთსა რომლითამე გარეგანითა წესითა, ანუ შესაწირავითა ყოველთვის უნდა ფიქრობდე შენ, ძმაო ჩემო, რომელ ნაცვლად ჭეშმარიტისა სულიერისა მსახურებისა არ ემსახურო ღმერთსა გარეშეობითა. სული არს ღემრთი; იგი მოითხოვს, შენგან სულსა და გულსა; იგი მოითხოვს, რათა შენ ყოველთვის ხვიდოდე სიმართლით, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მას ესმის ყოველი შენი სიტყვა, იგი ხედავს ყოველსა შენსა საქმესა, იგი გამოსცდის შენსა გულისსიტყვასა და ზრახვასა. ეს ხშირად გავიწყდება და ნაცვლად გულის სიწმიდისა, ნაცვლად სიმართლისა შენ მიუძღვნი ღმერთსა რომელსამე გარეგანსა მსახურებასა და მსხვერლსა. კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი

მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი ღვთისმსახურება არის სულიერი და კაცი უნდა ემსახურებოდეს ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა. მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, რომელ ჭეშმარიტი

ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველი მცხოვრებნი, დიდნი და მცირენი არიან შრომისმოყვარენი; თავის შრომაზე და მეცადინეობაზე აქვთ იმედი და მათგან ელიან წარმატებასა. საწყალი და საბრალო არის ის ქვეყანა, სადაცა უმრავლესნი პირნი შესჩერებიან და უმზერენ მთავრობასა და ყოველი იმედი ბედნიერებისა და წარმატებისა დაუდვიათ ჩინებზე, ჯამაგირზე, ჯილდოზე, ხოლო შრომასა და მუშაობასა შეურაცხჰყოფენ და უკადრისობენ. ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველი

მაცხოვარი იესო ქრისტე ვიდრე სრულ ჰასაკის მოსვლამდე და სახარების ქადაგების დაწყებამდე სცხოვრებდა იოსებ ხუროს სახლში და ეხმარებოდა მას ხუროობაში. უდიდესი მოციქულთა შორის პავლე, როდესაც თავისუფალ დროს იპოვნიდა ქადაგებითგან, იწყებდა თავისის ხელითა კერვასა ბამბის კარვებისასა და იქიდგან ირჩენდა თავსა. უმაღლესნი მამათა შორის ბასილი დიდი, გრიგორი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, თავისუფალი რომ იქნებოდნენ ეკლესიის მსახურებისაგან, აღიღებდნენ ბარსა და თოხსა და შეუდგებოდნენ მიწის კეთებასა. ესენი ყოველნი დამამცრომელად არ რაცხდნენ ესრეთსა მუშაობასა. მოკლედ, განვაგდოთ გულისაგან ცრუ, ცბიერი და მზაკვარი ჰაზრი, ვითომც მუშაობა იყოს კაცის ღირსების დამამდაბლებელი. მაცხოვარი იესო ქრისტე ვიდრე სრულ ჰასაკის

ყოველმა კაცმა ერთი რომელიმე საქმე უნდა გამოარჩიოს, უქმად არ უნდა იყოს არავინ, ხოლო სახელდობრ რომელი შრომა, ანუ მუშაობა არის უმჯობესი მისთვის, ამას შეატყობინებს მისი ჭკუა და გამოცდილება. ყოველმა კაცმა ერთი რომელიმე საქმე უნდა

მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ, ვითომც შრომა ანუ მუშაობა ორნაირია და ორად განიყოფა: ზოგიერთი შრომა და მუშაობა არის უკადრისი, შემარცხვენელი და დაბალი, და ზოგიერთი არის მაღალი, საქებო და საკადრისი. ესრეთ ორად განყოფა შრომისა და მუშაობისა არის სრულიად უსაფუძვლო და მავნებელი. წინააღმდეგ ამისა ის უნდა ვსთქვათ, რომელ ყოველი შრომა, რომელიც კი სარგებლობას მისცემს კაცს და შეეწევა მისს რჩენასა, დიახ არის მადლიანი და საკადრისი ყოვლისა კაცისათვის. უკადრისი და შემარცხვენელი კაცისა არის მხოლოდ უქმად ყოფნა. მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ, ვითომც შრომა

როგორ უნდა იფიქროს კაცმა, რომ მუშაობა არის სათაკილო და სასირცხო საქმე? მუშაობა კი არ დაგამდაბლებს შენ, ძმაო ჩემო, ვინც გინდა იყო, არამედ უქმად დროების განტარება, რომელი არის დედა ყოვლისა ცოდვისა. როგორ უნდა იფიქროს კაცმა, რომ მუშაობა არის

ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა სამასი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და სიმდიდრე აქვს აურაცხელი და წარმოუდგენელი, ყოველ წელიწადს, ერთ დანიშნულ დღეს, გამოვა მინდორში თავისი შვილებით და დიდებულებითურთ, თავისი საკუთარის ხელით შეაბამს ხარებსა გუთანში, გაუძღვება მათ წინ, მოხნავს და დასთესს ყანასა; ამ დროს მას უმზერს აურაცხელი ერი, ყოველ მხრითგან შეკრებილი. რისთვის იქმს იგი ამას? მისთვის, რათა აჩვენოს, რომ მიწის მუშაობა არავისთვის არ არის სათაკილო და სასირცხო, არამედ პატიოსანი და ღირსი. ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა

ქვეყანაზედ არ არის ისრეთი მუშაობა, რომელი კაცს აძლევდეს სარგებლობას, გარნა შემაგინებელი კი იყოს მისის ღირსებისა. საღმრთო წერილი მარადის სიტყვითა და მაგალითითა გვასწავლის, რომელ მუშაობა არის საქმე კეთილი, საქები და ღვთის სათნო. წმიდა პავლე მოციქული არ იყო არც ღარიბი და არც მდაბალის ხარისხისა, გარნა როდესაც იშოვნიდა თავისუფალს დროებას, მაშინვე დაჯდებოდა და იწყებდა მუშაობას: იგი თვისი ხელით ჰკერვიდა კარვებს, ჰყიდდა და ამით იზრდებოდა, რათა არავინ დაემძიმებინა. ქვეყანაზედ არ არის ისრეთი მუშაობა, რომელი

გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან დიდსა შრომასა და მოთმინებასა; ჭეშმარიტ არს ესე ძმაო, გარნა უკეთუ შრომა და მოთმინება მიუცილებელი არის კაცისათვის ამ სოფელში, არ გირჩევნია ძმაო ჩემო, ღვთისათვის და სულის ცხოვნებისათვის მიიღო შრომა და ტვირთი, ვიდრე დამონებული ცოდვისადმი, ცოდვისაგანვე მიიღო სასჯელი და უბედურება თვით აქ, ამ ქვეყანაზედვე და უმეტესად დაუსრულებელი ტანჯვა მომავალსა საუკუნესა? გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1