წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
იფიქრე ძმაო ჩემო, უკეთუ ცოდვა ესრეთ წაგახდენს შენ, ავნებს შენთა მხედველთა და მომავალთა, ცხად არს, რომელ მადლი და სათნოება გიქმს შენ ამის წინააღმდეგსა, ესე იგი, თვით ამ ქვეყანაში იქმნება წყაროდ ნუგეშისა და ბედნიერებისა შენთვის და ყოველთა შენთა მომავალთათვის.
თემა: ცოდვა, ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
განგებ ჰქმნა, ძმანო ჩემნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა მიუდგებოდეს ცხადი სენი და უბედურება. კაცსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ადვილად მიიზიდავს კაცსა და აცთუნებს. გარნა ღმერთმან ყოველი ცოდვა შეაერთა რომლისამე უბედურებისა თანა, რათა შეგაშინოს შენ და განგაშოროს ცოდვისაგან.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კარგად გასინჯე, ძმაო და ერთად წარმოიდგინე, რაოდენი და რა საშინელი ვნებანი შეუდგებიან ცოდვასა; იგი დაგასნეულებს და წაგახდენს თვით შენ; მოყვასნი შენნი, მხედველნი ცოდვისა შენისა, მიიღბენ შენგან ცუდსა მაგალითსა; შვილნი და მომავალნი შენნი ეგრეთვე შეიქმნებიან მოზიარედ შენისა უბედურებისა. ჰოი, ვითარსა მძიმესა ტვირთსა გარდასცემ შენ შვილთა და მომავალთა შენთა. ხორცისა და სისხლისა შენისა თანა იგინი მიიღებენ შენგან შობითგანვე მრავალსა სენსა და ცუდთა მიდრეკილებათა; იზრდებიან რა იგინი სახლსა შენსა წინაშე პირისა შენისა, ხშირად ხედვენ ცოდვასა შენსა, მიეჩვევიან მას და ესრეთ უნებრივად შეიქმნებიან მემკვიდრედ შენისა ცოდვისა და უბედურებისა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველი კაცის თვისება სულიერიცა და ხორციელიცა გარდადის მისთა შვილთა და მომავალთა ზედა. ყოველი ცოდვა არის თესლი, რომელი თავის დროზედ გამოიღებს მწარესა ნაყოფსა, ვითარცა შენს ბუნებასა შინა, ეგრეთვე ყოველთა მომავალთა შინა შენთა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვითა შენითა შენს საკუთარ თავს აფუჭებ და ხშირად შთავარდები სენსა და უბედურებასა შინა.
თემა: ცოდვა, უბედურებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვსთქვათ მცონარება ან უსაქმურობა. თავდაპირველად კაცი ესრეთ იფიქრებს, რომელ ამ ცოდვას არ შეუდგება არცა ერთი სენი და ვნება; გარნა ეს არ არის ესრეთ: კაცის ტანი და აგებულება ყოველთვის მოითხოვს შრომასა და მოძრაობასა; თუ კაცი დიდხანს დაშთა უძრავად და უსაქმოდ, უთუოდ ავად გახდება. ამაზედ კიდევ ის დაამატე, რომელ მცონარე კაცი მალე შთავარდება სიღარიბეში.
ცოდვა არათუ მხოლოდ სულსა ჩვენსა წარწყმედს, არამედ თვით აქ, ამ სოფელში, წაახდენს კაცს მით, რომელ ყოველსა ცოდვასა შეუდგება ხორციელი სნეულება და ვნება.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
პირველი შედეგი ანუ ნაყოფი ცოდვისა ის არის, რომელ იგი ყოველ კაცს მოაკლებს მადლსა ღვთისასა და ესრეთ წარწყმედს მას; ეს არის თვით უსაშინელესი მოქმედება ცოდვისა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი