დილის ლოცვა.
უფალო! შემოქმედო და მეუფეო სოფლისაო! მომხედე წყალობით ამ დილის ჟამს შენს გაჩენილს, შენივე სახით შემკობილს. აიღე სასოწარკვეთილება და სიზარმაცე ჩემი, მომმადრე სიხარული და სიფხიზლე სულისა, რომ გულითადი სიხარულით ვა...
იხილეთ სრულად
დილის ლოცვა.
უფალო! შემოქმედო და მეუფეო სოფლისაო! მომხედე წყალობით ამ დილის ჟამს შენს გაჩენილს, შენივე სახით შემკობილს. აიღე სასოწარკვეთილება და სიზარმაცე ჩემი, მომმადრე სიხარული და სიფხიზლე სულისა, რომ გულითადი სიხარულით ვადიდებდე სიკეთეს, სიწმინდეს, უსაზღვრო დიდებულებას და დაუსრულებელ სახიერებას შენსას, ყოველ ჟამს და ყოველგან. რამეთუ შენ ხარ შემოქმედი და მეუფე ჩემი ცხოვრებისა და შენ გშვენის დიდება გონიერ ქმნილებათა ყოველ ჟამს, აწ და მარადის და ...
დასაშვებია თუ არა სიჩქარე ლოცვისას? დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შეიძინეს შინაგანი ლოცვა გულის განწმენდის გზით. ლოცვისას გულს უსათუოდ გულწრფელად უნდა სურდეს ის, რასაც ითხოვს, იმას, რაზედაც ლაპარაკობს და ამბობს, ანუ ...
იხილეთ სრულად
დასაშვებია თუ არა სიჩქარე ლოცვისას? დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შეიძინეს შინაგანი ლოცვა გულის განწმენდის გზით. ლოცვისას გულს უსათუოდ გულწრფელად უნდა სურდეს ის, რასაც ითხოვს, იმას, რაზედაც ლაპარაკობს და ამბობს, ანუ ჭეშმარიტებას გულით უნდა გრძნობდეს და სუფთა გულისათვის ეს ჩვეული რამაა. ასეთ გულს შეუძლია სწრაფად ილოცოს, იმიტომ რომ ასეთი ლოცვისას სიჩქარე არ ვნებს გულწრფელობას. მაგრამ ვისაც არ შეუძენია გულითადი ლოცვა, მან არ უნდა იჩქარ...
დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელი ლოცვაა. ასეთი ლოცვის შემდეგ ქრისტე, მამა ღმერთი და სული წმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ...
იხილეთ სრულად
დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელი ლოცვაა. ასეთი ლოცვის შემდეგ ქრისტე, მამა ღმერთი და სული წმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ანიჭებს ბოროტთან შებრძოლებისას, მაგრამ ამისთვის გულის გაფრთხილებაა აუცილებელი.
გულითადი ლოცვისათვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა. თუ მოეჭიდე ტვირთსაო, ნუღარ ჩივიხარ ჭირსაო, "არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარე...
იხილეთ სრულად
გულითადი ლოცვისათვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა. თუ მოეჭიდე ტვირთსაო, ნუღარ ჩივიხარ ჭირსაო, "არავინ დასდვის ხელი სახნველსა, და ჰხედავნ იგი გარეუკინ" (ლუკ. 9,62). და თუ მაინც მოეშვი ლოცვისას, მოუძლურდი და არ ილოცე გულით, ვერ დაიძინებ (თუ ღამისთევის ლოცვისას მოხდა ეს), სანამ ტირილით არ გამოისყიდი შენს ცოდვას ღვთის წინაშე. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ სრულყოფილებს ემართ...
ადამიანი ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ისეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ისეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენითა და სიყვარულით ლოცულობს?
ეშმაკი ლოცვას ქვიშასავით უპირებს გაბნებას, სიტყვები სინესტეგამოცლილ ნაწილაკებად უნდა აქციოს, რომლებიც სიმშრალის გამო თავს ვერ იყრიან ერთად, ანუ ცდილობს, სიტყვებს გულის სითბო დაუკარგოს. ლოცვა ხან ქვიშაზე აგებული საყდარია, ხანაც საყ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი ლოცვას ქვიშასავით უპირებს გაბნებას, სიტყვები სინესტეგამოცლილ ნაწილაკებად უნდა აქციოს, რომლებიც სიმშრალის გამო თავს ვერ იყრიან ერთად, ანუ ცდილობს, სიტყვებს გულის სითბო დაუკარგოს. ლოცვა ხან ქვიშაზე აგებული საყდარია, ხანაც საყდარი კლდეზე აგებული. ქვიშაზე ის დგას, ვინც ურწმუნოდ, ცივად და გაფანტულად ლოცულობს. კლდეზე მდგარს კი მთელი ლოცვის განმავლობაში თვალები აქვს აპყრობილი ღვთისკენ და მას, როგორც რომ მის წინაშე პირისპირ მდგარ ცოცხალ მოსაუბრეს,...
ღმრთისაკენ მიმავალი გზა ლოცვაა. თუ სული ცოდვისაგან განიკურნება, იგი მიილტვის ლოცვისაკენ, ცდილობს ლოცვით შეუერთდეს ღმერთს. ჩვენ თითქმის არ ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, სახლში ლოცვაც კი უსიამოვნო ტვირთად გვაწევს. ყველაფრის...
იხილეთ სრულად
ღმრთისაკენ მიმავალი გზა ლოცვაა. თუ სული ცოდვისაგან განიკურნება, იგი მიილტვის ლოცვისაკენ, ცდილობს ლოცვით შეუერთდეს ღმერთს. ჩვენ თითქმის არ ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, სახლში ლოცვაც კი უსიამოვნო ტვირთად გვაწევს. ყველაფრისთვის გვაქვს დრო, გარდა ლოცვისა.
არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილით ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისავის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ, უფრო უკეთე...
იხილეთ სრულად
არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილით ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისავის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ, უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ, ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა სთხოვოთ უფალს. იგივეა საღამოსაც, ძილის წინ: ოცი–ოცთაათი წუთი ლოცვისა და უფალი რამდენიმე საათში...
ჩვენ ყოველი მხრიდან უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დიდი ყურადღებით მოვიკრიბოთ გონება ლოცვისას, ვაიძულოთ თავს, დავუბრუნოთ გაფანტული აზრები ლოცვის სიტყვებს. ჩვენ კი მოვდივართ ტაძარში, ფეხმოუცვლელად ვესწრებით ყველა საეკლესიო მსახურ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველი მხრიდან უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დიდი ყურადღებით მოვიკრიბოთ გონება ლოცვისას, ვაიძულოთ თავს, დავუბრუნოთ გაფანტული აზრები ლოცვის სიტყვებს. ჩვენ კი მოვდივართ ტაძარში, ფეხმოუცვლელად ვესწრებით ყველა საეკლესიო მსახურებას და თავი უაღრესად მლოცველები გვგონია. შესაძლოა სახლში, ჩვენს საკუთარ ტაძარში, როდესაც ჩვენს ყურადღებას არაფერი ფანტავს, ერთი რომელიმე ლოცვა აღვავლინოთ ან დაუჯდომელი წავიკითხოთ და ბევრად უკეთესად, წმინდად და ღრმად ვილ...
შეიძლება მოვისმინოთ ტაძარში ღმრთისმსახურება, სრულად წავიკითხოთ დილისა და საღამოს კანონი, მაგრამ ლოცვა კი არ გამოგვივიდეს, არამედ შეცოდება, ვინაიდან უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. ლოცვა, რომელიც გულისყურით აღესრულება, უფლის მიერ მონ...
იხილეთ სრულად
შეიძლება მოვისმინოთ ტაძარში ღმრთისმსახურება, სრულად წავიკითხოთ დილისა და საღამოს კანონი, მაგრამ ლოცვა კი არ გამოგვივიდეს, არამედ შეცოდება, ვინაიდან უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. ლოცვა, რომელიც გულისყურით აღესრულება, უფლის მიერ მონიჭებული მადლია იმისათვის, ვინც ლოცვითი ღვაწლით დაშვრა.