
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ლოცვა
თუკი მავანის ნაკლის გასწორებას ცდილობ, არ გეგონოს, მხოლოდ შენით გახდე რამეს: ჩვენ, ჩვენი ვნებების გამო, კიდევ უფრო ვაფუჭებთ საქმეს, მაგალითად, სიამაყით, რომელსაც გაღიზიანება ახლავს თან და ამიტომ: "მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ, და არა სცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა" (ფს.54,23) ევედრე უფალს, რომელიც "განიკითხავს, გულსა და თირკმელთა ჩვენთა", რომ გაუნათლოს გული, გონება იმ ადამიანს. და თუკი ღმერთი ნახავს, რომ ლოცვა გულიდან მოდის, სიყვარულით საზრდოობს. უსათუოდ შეგისრულებს გულის წადილს, მალე იხილავ ცვლილებას იმ ადამიანში, ვისთვისაც ლოცულობდი და იტყვი: - "და ვთქუ" აწყა მიწყიეს, ესე არს განახლება მარჯუენისა მაღლისაი" (ფს.76,11.)