კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს
დარგეთ კარგი მცენარე ეკალ-ბარდებში - იგი დაიხრჩობა და ნაყოფს არ გამოიტანს; ასევე შფოთიან და ავზნიან ადამიანთა ქეიფში დაიხრჩობა ყოველგვარი კეთილი, რელიგიური გრძნობა; და პირიქით, გონიერებთან და ქველმოქმედებთან ურთიერთობას შეუძლია, ს...
იხილეთ სრულად
დარგეთ კარგი მცენარე ეკალ-ბარდებში - იგი დაიხრჩობა და ნაყოფს არ გამოიტანს; ასევე შფოთიან და ავზნიან ადამიანთა ქეიფში დაიხრჩობა ყოველგვარი კეთილი, რელიგიური გრძნობა; და პირიქით, გონიერებთან და ქველმოქმედებთან ურთიერთობას შეუძლია, სიკეთისაკენ მოაქციოს დასნებოვნებული გულიც.
მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც ღვთისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებულნი, ჩვენს გულსაც კვებავს ქრისტიანული სათნოებით. განცალკევებით დადებული ნახშირი, მართალია, სიცხოველეს შეიცავს, მაგრამ ნელ-ნელა ქრება და ცივდება.