სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ბოროტი ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად და უგრძნობლად ასნებოვნებენ.
როგორც კარგ ადამიანებთან ურთიერთობა არის ისეთი სკოლა, რომელშიც ადამიანი წიგნის გარეშე განისწავლება ქრისტიანულ ფილოსოფიაში, ანუ - პატიოსან ცხოვრებაში, ასევე, პირიქით, ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა ხდება მიზეზი უკიდურესი გარყვნისა
როგორც რაიმე ნესტიანთან მიტანილი ღრუბელი იბერება და სინესტეს აგროვებს, ასევე ადამიანი, რომლის აზროვნებაც მტკიცე არ არის, თუ მიუახლოვდება, ან დიდხანს ესაუბრება ხორციელად მოაზროვნეს, ზიანს აყენებს საკუთარ თავს
დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს
ანთებულ სანთელთან მფრინავი ბუზი ადვილად იწვის, ხოლო სარკე დაორთქლებით ჩამუქდება; ასევე ავზნიანთან უეთიერთობის მქონე ზიანდება და შეირყვნება.
როგორც ერთი წვეთი საფუარი ამოიყვანს მთელ გობ აფუებულ ცომს, ასევე ერთ ადამიანში მყოფი მომაკვდინებელი ცოდვა გადაედება მრავალს, რის გამოც ისე ხდება, რომ ერთი არაწმიდა მოხერხებულად გადააცდენს ხოლმე ჭეშმარიტების გზიდან მრავალ სათნო ადა... იხილეთ სრულად
ადამიანების უძლურება იქამდე მივიდა, რომ კეთილი ადამიანი ბოროტთა საზოგადოებაში შესვლისას თვითონაც ბოროტი ხდება, მაშინ, როდესაც ბოროტები იშვიათად ხდებიან კეთილნი.