წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ურიათა, რომელთა სტანჯეს უფალი იესო ქრისტე, ერთი მაინც შესანდობელი მიზეზი ჰქონდათ, ის, რომელ მათ დაჯერებით არ იცოდნენ, ვინ იყო იგი; ჩვენ კი ვიცით და გვრწამს იგი და გვიყვარს, მაშასადამე, ჩვენ არცა ერთი შესანდობელი მიზეზი არ გვექმნება და არა გვაქვს, როდესაც ვსტანჯავთ მას ჩვენისა სიცოდვითა და ურჩებითა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
იტყვიან, რომ ამ ქვეყანაზე ყოველთა უდიდესი და უძლიერესი სიყვარული არის სიყვარული დედისა ნაშობისადმი თვისისა; რისთვის? მისთვის, რომ დედასა ძვირად უღირს შობა და აღზრდა ძისა თვისისა. ჩვენი სულიერი შობა და განთლება მაცხოვარსა უღირდა გამოუთქმელ და აღუწერელ ტანჯვად; ამისთვის, არცა ერთი დედა ქვეყანასა ზედა ისე არ სწუხს მხედველი სიცუდისა და სიბოროტისა თვისისა შვილისა, როგორცა სწუხს მაცხოვარი მხედველი ჩვენისა უღირსებისა.
ქრისტიანე ცოდვის მოურიდებელი მეორედ ჯვარს აცვამს იესო ქრისტესა. საკვირველიც არ არის. შეუძლია გულგრილად უყუროს ცოდვათა ჩვენთა, რომელთა მოსპობისათვის მან ესოდენი მოითმინა?
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ბნელი ორგულება მწყემსმთავართა და მწიგნობართა ურიათასა, მათი სიძულილე, მათი გაქვავება განაღვიძებენ ჩვენს გულში მწუხარებასა, გარნა, ძმანო ჩემნო, საშინელი იგი ცოდვა ფარისევლობისა სრულიად მოისპა ჩვენ ქრისტიანეთა შორის? ზოგიერთნი სიტყვანი და საქმენი, რომელთამე ქრისტიანეთა არ გააცოცხლებენა გულსა შინა იესოსსა ტანჯვათა მათ, რომელნი მან მოისმინა ფარისეველთაგან?
ჩვენ გვაკვირვებს, ჩვენ გვეძაგება იუდას ღალატობა და გაცემა; გარნა, ძმანო ჩემნო, ჩვენ კი არასოდეს არ უღალატებთა მაცხოვარსა? ღალატობა არ არისა ყოველი ცოდვა, ყოველი დავიწყება მისისა სწავლისა? როდესაც ჩვენ დამვიწყებელნი მისისა სიყვარულისა ვცხოვრობთ და ვიქცევით წინააღმდეგ მისისა სწავლისა, ანუ უღალატებთ და უმტერებთ ერთი მეორესა, არა გავახსოვნებთა მაშინ იმას იუდას ღალატობასა?
თემა: ღალატიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
აჰა, რა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის. და რას მოითხოვს იგი ჩვენგან ამათ ყოველთა წილ? მოითხოვს მხოლოდ მას, რომელ მისი სწავლა და ყოველი მისი მაგალითი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ ვისარგებლოთ მით ჩვენისა განათლებისა და ბედნიერებისათვის. გარნა საუბედუროდ რა მცირესა ხედავს იგი ჩვენ შორის ერთგულებასა და მომზადებასა.
რაოდენი შრომა და ღვაწლი მიიღო მაცხოვარმან თავის თავზე ჩვენთვის და ჩვენ კი მცირესაცა შრომასა და ღვაწლსა არ ვითმენთ მისთვის. რაოდენი სიყვარული, რაოდენი მაგალითი გვიანდერძა მან ჩვენ და რა მცირესა ხედავს ჩვენ შორის განმზადებულებასა მიღებად მათდა და მადლობის გადახდად მათთვის.
თემა: ღვაწლიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ახლავე დაიწყე ნაყოფის გამოღება, ახლავე მიეჩვიე კეთილსა საქმესა და ღმერთსა აჩვენე შენი ერთგულება და მორჩილება.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნუ დააკმაყოფილებ შენ თავს მხოლოდ მარხვითა, ლოცვითა და აღსარების თქმით. დასამტკიცებლად მისა, რომ შენ ამიერიდან გსურს გულწრფელად მოაკვდინო ასონი ცოდვისანი, შეიმოსო ახალი განახლებული ცხოვრება, აღასრულე რომელნიმე კეთილნი საქმენი. თუ ვისთანმე უკმაყოფილო, ანუ მტერ ხარ, შეურიგდი მას გულწრფელად; თუ შენ გულში გრძნობ რომელსამე ცოდვასა, განიშორე იგი და მოიძულე; თუ იცნობ ვისმე საწყალსა, გაჭირვებულსა, მიეცი მას ნუგეში შეძლებისამებრ შენისა.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნუ გაქვს იმედი, ნუ სასოებ, რომელ მარხვა დიდი რამე მსხვერპლი იყოს ღვთის წინაშე, რომელ გრძელ ჟამიერი ლოცვაზე დგომა, მრავალი მეტანიის ყრა, დიდად რაიმედ მიიღოს ღმერთმან, თუ არ მოაკვდინე შენ შორის ასონი ცოდვისანი, თუ არ განახლდი სულიერად, არცა მარხვა, არცა მრავალი ლოცვის მოსმენა, არცა აღსარების თქმა არ გაცხონებს შენ, თუ სრულიად არ განეშორე ცოდვასა, თუ არ მოკვდა ის მატლი ცოდვისა, რომელი სჭამს შენს გულს.
თემა: ცოდვა, ლოცვა, მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი