ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა. ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და

მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა ბუნებასთან. მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას.

image
image თემა: აღზრდა
ავტორი: ილია II

სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის. სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში

შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის შრომაზე. მას, ვითარცა მაგარსა ციხესა, ყოვლის მხრით შეზღუდულსა და დაიარაღებულსა, განსაცდელი ვერ სძლევს, მაცთური ვერ წარიტაცებს. შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს

ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვთ ერთი და იგივე საფუძველი – შეურყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება. ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა

ყოველმა კაცმა ერთი რომელიმე საქმე უნდა გამოარჩიოს, უქმად არ უნდა იყოს არავინ, ხოლო სახელდობრ რომელი შრომა, ანუ მუშაობა არის უმჯობესი მისთვის, ამას შეატყობინებს მისი ჭკუა და გამოცდილება. ყოველმა კაცმა ერთი რომელიმე საქმე უნდა

კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323). კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს

კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს თავგამომეტებული, თავგადადებული. კეთილთა საქმეთა შორის იგინი უფრო დიდი ფასისა არიან, რომელნიც ჩვენგან მოითხოვენ მომეტებულსა შრომასა და თავის დადებასა. კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს

თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ, როგორც უღირსი, ისინი ღვთისთვის სათნო იქნება; ხოლო თუ გაიხსენებ სხვას - მიძინებულსა და ჯერ კიდევ დაუბადებელს და გულს გაიამპარტავნებ, ამაო იქნება შენი შრომა. თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ

როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ. როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3