ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

45. ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი არმყოფობიდან ყოფად მოიყვანა არა იმიტომ, რომ რატომღაც ეს მისთვის საჭირო იყო, არამედ იმისთვის, რომ ისინი, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ღვთიური ნეტარების თანაზიარნი ყოფილიყვნენ და გაეხარათ. თავად ღმერთი ხარობდა თავის საქმეთა გამო, რადგან მათ მხიარულებსა და სიხარულით აღუვსებელთ []ხედავდა. ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი

32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბალ არსებებსაც, რითაც მათ ღვთივსათნოს ხდიან; ცოდნას კი იმისას გადასცემენ, რომ ღმერთი უზენაესია, რამეთუ "შენ, - ამბობს წინასწარმეტყველი, - უფალო უკუნისამდე ჰგიე" (ფს.91, 9). ისინი ან ხორციელ არსებათა შესახებ ასწავლიან რაღაც უღრმესს, ან უხორცო არსებათა შესახებ რაღაც უზუსტესს, ან განგების შესახებ რაღაც უცხადესს, ან სამსჯავროს შესახებ უგარკვეულესს. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების

31. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და მზრდელია, ზოგი - წარმომსახველი და განმზრახველი. ბოლოს, ზოგი - გონიერი და მოაზროვნე. პირველ მათგანს მცენარეები მიეკუთვნება, მეორეს პირველთან ერთად, ცხოველები, ხოლო მესამეს, პირველ ორთან ერთად, - ადამიანი, პირველი ორი ძალა ხრწნადია, ხოლო მესამე -უხრწნელი და უკვდავი. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და

29. ყველა ქმნილება ან გონიერი და ჭკვიანია და თავის თავში გააჩნია საპირისპირო, ე.ი. სიკეთე და ბოროტება, ცოდნა და უმეცრება, ან სხვადასხვა სხეულის მქონეა, ისეთი საპირისპირო შედგენილობით, როგორიცაა: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. პირველი სრულიად უსხეულო და არანივთიერია, თუმცა კი ზოგი მათგანი სხეულს უკავშირდება, მეორე კი მხოლოდ ნივთიერებებისა და გარეგნული სახისაგან შედგება. ყველა ქმნილება ან გონიერი და ჭკვიანია თავის

28. ელინები ვარაუდობდნენ რა, რომ ქმნილებათა ბუნება დასაბამიდან ღმერთთან იყო და რომ მათ ღვთისაგან მხოლოდ თავიანთი თვისებები მიიღეს, ამბობდნენ, რომ ქმნილებათა ბუნებას არაფერი გააჩნია საპირისპირო, არამედ საპირისპირო მხოლოდ მათ თვისებებშია. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ერთ მთლიან ღვთიურ ბუნებას, როგორც მარადიულს, უკიდეგანოსა და ყველა სხვა არსებისათვის მარადისობის მიმინჭებელს, არაფერი გააჩნია საპირისპირო. ქმნილებათა ბუნებას კი არყოფნა უპირისპირდება და მათი მარადიულობა ან არყოფნა თვით ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ რადგანაც ღვთის მადლი უცვალებელი და მოუშლელია, ამიტომ ქმნილება, როგორიც ყოველთვის იყო, ისეთივე იქნება, თუმცა კი, მას მომავალი ყოვლისმპყრობელი ძალით მოსილს, როგორც ითქვა, გააჩნია თავისი საპირისპირო - არყოფნა, რადგან ღვთის მიერ არყოფნიდან ყოფნადაა მოყვანილი და ღვთისავე ნებაა, იარსებებს თუ არა იგი. ელინები ვარაუდობდნენ რა, რომ ქმნილებათა

27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსებულთ, თვით ყველაზე გონიერთ და სიკეთისა და სიბრძნის მადლის მქონეთაც კი, გააჩნია საპირისპირო, კერძოდ, ყოფნა და არყოფნა, სიკეთისა და სიბრძნის ნიჭი და ბოროტება და უმეცრება. მათი მარადიულობა და არყოფნა შემოქმედს ხელეწიფება, ხოლო ღვთის მადლისა და სიბრძნის თანაზიარობა და არათანაზიარობა გონიერ ქმნილებათა ნებაზეა დამოკიდებული. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, კეთილსა

26. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა, ე.ი. ანგელოზურ და ადამიანურ არსებად. მთელი ანგელოზური სამყარო კვლავ ორ მთავარ ზნეობრივ დაჯგუფებად და ნაწილად იყოფა: წმინდად და არაწმინდად, ე.ი. წმიდა ძალებად და არაწმიდა ანგელოზებად; მთელი კაცთა მოდგმა კი მხოლოდ ორ ნაწილად, ე.ი. ღვთისმოსავებად და უკეთურებად იყოფა. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა

25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ორი არსებობისათვის მიანიჭა, ხოლო ბოლო ორი ზნეობრივი ნიჭის სახით, არსებობისათვის - არსებობა და მარადიულობა, ხოლო ზნეობრივი ნიჭის სახით - სიკეთე და სიბრძნე, რათა ქმნილება ამით იმის თანაზიარი გამხდარიყო, რაც თავად ღმერთია. ამიტომაა ნათქვამი, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ხატადაა შექმნილი, როგორც ჭეშმარიტი ჭეშმარიტისაგან, მარადიული - მარადიულისაგან, თუმცა ის არ არის დაუსაბამო, მაგრამ დაუსრულებელია; მსგავსად შექმნილია, როგორც კეთლი კეთილისაგან, როგორც ბრძენი ბრძენისაგან, მადლის წყალობით, ის ისეთი იყო, როგორიც ღმერთია თავისი ბუნებით. როგორც ღვთის ხატი, ყველა არსება გონიერია, როგორც მსგავსი, მხოლოდ ზოგიერთია კეთილი და ბრძენი. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი

შეიძლება ადამიანს სიცოცხლეშივე ვუწოდოთ ნეტარი?
გარდაცვალებამდე ნურავის უწოდებ ნეტარს, იმიტომ, რომ ადამიანის მოდგმა მერყევია - თავისუფლად შესაძლებელია წმიდანის მდგომარეობიდან ცოდვაში ჩავარდნა.
გარდაცვალებამდე ნურავის უწოდებ ნეტარს

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2