სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები
სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები სასოწარკვეთილება, უიმედობა, გამონათქვამები
როდესაც ეშმაკი ცოდვისაკენ გვიბიძგებს, ღვთის წყალობას წარმოგვიდგენს, შეცოდების შემდეგ კი - ღვთის მართლმსაჯულებას.
სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს იგი, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს (მათე 27, 3; ებრ. 3, 13).
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დ... იხილეთ სრულად
ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში, და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
წმიდა მამათა სწავლებით, ცოდვების გამო სასოწარკვეთილებამდე მისული უზომო მწუხარება უნდა უარვყოთ. ეს მწუხარება ღვთის მოწყალების იმედით უნდა განვაზაოთ. ერთდროულად უნდა ვწუხდეთ და ვიმედოვნებდეთ, ვწუხდეთ იმის გამო, რომ ჩვენი ცოდვებით ვა... იხილეთ სრულად
სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება თავაწყვეტილი მიექანება ძირს, უფსკრულისაკენ. იმედი იქონიეთ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და თქვენი მძლავრი მანქანის საჭე ღვთისკენ მიმავალ გ... იხილეთ სრულად
დაგვიფაროს ღმერთმა, და თუ ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს გადავა, მაშინაც კი არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ არ ვიმწუხაროთ, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმერთის მოწყალებას. ყველა ჩვენი ცოდვა ერთად აღე... იხილეთ სრულად