განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ ადამიანები არ განიკითხა. მამისაგან მათთვის შენდობა გამოითხოვა: "არა იციან რასა იქმან...", ჩვენც ნურავის განვიკითხავთ, რათა არ განვიკითხნეთ. ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ სიკვდილამდე იმ ცოდვას არ ჩაიდენს,... იხილეთ სრულად
ჩვენ რომ ვიცოდეთ ყოველდღე და ყოველ საათს რამდენს გვპატიობს ღმერთი და ადამიანები, დარცხვენილები ყველას შევუნდობდით.
ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ.
როგორ უნდა დავამოწმოთ, რომ ქრისტეს მიმდევრები ვართ, თუ ყოველდღიურად სხვათა ცოდვებსა და უძლურებებზე მითქმა-მოთქმით ვწამლავთ ჰაერს. დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე.
მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ.
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ... იხილეთ სრულად
ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს კიდევაც ამის უფლება) – ეს ჩვენი ბოროტი "მე" არის. თუ თვითონვე დავსჯით მას ამ ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და არ მოვიკვეთთ ამასთანავე საკუთარ ბოროტ სურვილებს, მაშინ ისინი სა... იხილეთ სრულად
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვი... იხილეთ სრულად