გონება - ციტატები, გამონათქვამები
გონება - ციტატები, გამონათქვამები გონება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანის გულს შესწევს უნარი, უფრო აღმატებულ სრულყოფილებას მიაღწიოს, ვიდრე მის გონებას ხელეწიფება. ქვეყნიერება სრულყოფილი სიყვარულის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ სრულყოფილი გონიერების ერთი მაგალითიც არ ახსოვს.
ენა უნებლიედ გამოთქვამს იმას, რაც ადამიანის გულში და გონებაშია. ენა გულის გამცემია, გამცემი და მსაჯული.
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი... იხილეთ სრულად
იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც.
მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც... იხილეთ სრულად
გონებამ რომ არ დაგვტოვოს, ამისათვის იგი უნდა მივაჩვიოთ, რომ განუწყვეტლივ იმეოროს გულში ტკბილი სიტყვა – იესო; ამით მივაღწევთ სულიერ წარმატებას. გონების უქონლობა, ეს იგივეა, რაც სახლი პატრონის გარეშე. ასეთ სახლს კი გაოხრება მოელის.
როცა სიფხიზლე აღარ არის, მაშინ გონებაც გვტოვებს (მას მზკავარი იტაცებს) და ვრჩებით მხოლოდ სხეულის ამარა, როგორც ხის კუნძი. როცა შემდგომში მაინც ვახერხებთ გონების მოკრებას, აღმოჩნდება, რომ იგი ნაგვითაა გავსებული და მას მზაკვარი ცეცხ... იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი. უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონ... იხილეთ სრულად
ოცნების შედეგია საკუთარ სულზე სიფხიზლის დაკარგვა, გონების მიმოტაცება და ლოცვისას გულის გასასტიკება, ამათგან კი სულიერი აშლილობა ჩნდება.