წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელში ცხოვრების მიზანი, გამონათქვამები
სრულყოფილებისკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორც... იხილეთ სრულად
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ ადამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს... იხილეთ სრულად
მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.
ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.