სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ბრძოლა, გამონათქვამები, ციტატები
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთ... იხილეთ სრულად
თუკი ჩვენი არჩევანი ეშმაკთან ბრძოლაა, ბრძოლა რატომ გვიკვირს? ჩვენი მონდომების ლამპარი ანთებული გვქონდეს და მოთმინებითა და სიფხიზლით დაველოდოთ უფალ იესოს მოსვლას.
ვინ არის ბრძენი და გაიგებს ამას? (ფსალმ. 106, 43) ვინ იქნება ის, ვინც აჯანყების დროშას აღმართავს, ლომივით დაიღრიალებს მტრის წინააღმდეგ და გამარჯვებას მოიპოვებს?
სულიერ ციხე-სიმაგრეებზე იბრძოლე, რადგან ჩვენი ბრძოლის მიზანი ზეცის დამკვიდრებაა.
მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშინებს, რადგან მადლი ვნებების ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე. სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხსნის უფალი გასაჭირიდან.