მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები
მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები მშვიდობა, გამონათქვამები, ციტატები
ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა.
წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
"რაჲ უმჯობეს არს სულთა ჩვენთათვის, ანუ უმეტეს კეთილ ამა ჟამად? ესე იგი არს, რომელი მეტობს ყოველთა სწავლათა და რომლისგანცა მომდინარეობს სარგებელი უფროჲსი ყოვლისა, - მშვიდობისათვის ვიტყჳ. ხოლო უფროჲსი ყოველთა სამწუხარო და შემაჭირვებ... იხილეთ სრულად
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგ... იხილეთ სრულად
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამ... იხილეთ სრულად
საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მსურს დავამთავრო: "დღეჲ ესე არს დღეჲ ცხონებისა, ღამეჲ ესე მშჳდობასა და მყუდროებას მიანიჭებს მსოფლიოს. აწინდელი ღამე ეკუთვნის მშვიდს (იესო ქრისტეს). ამისთვის განაგდოს ყოველმან რისხუაჲ და ... იხილეთ სრულად
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე "ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ" და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე... იხილეთ სრულად
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს. მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა