სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
სიმდიდრე აუცილებელია ჩვენი ბავშვებისათვის – აი, კეთილმოჩვენებითი მიზეზი მომხვეჭელთათვის. ნუთუ შენ, როცა მამობა გსურდა, შენს ლოცვებში ასე ამბობდი: "მომეცი, უფალო, შვილები, რათა დავარღვიო მცნებანი შენნი, მომეცი შვილები, რათა ვერ დავ... იხილეთ სრულად
იმათ, ვინც მარხულობს, ლოცულობს საკუთარ ცოდვებზე, მგლოვიარებს, მაგრამ არ ეხმარება სიღარიბით შეჭირვებულთ, სხვა სათნოებათაგან სარგებელი არ ექნებათ – "უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ... იხილეთ სრულად
სიმდიდრეს თუ უფლის მცნებისაებრ დავხარჯავთ, ჩვენს მფლობელობაში დარჩება, ხოლო თუ ჩვენთვის დავიტოვებთ, დაგვშორდება: თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით სიმდიდრეს, ის ჩვენი იქნება, თუ დავარიგებთ, არ დავკარგავთ
რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც ქარიშხალი გემს დაღუპვით ემუქრება? ისინი ზღვაში ტვირთს ყრიან. აი, რით აიხსნება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მდიდარ ჭაბუკს მისცა (მათე 19,21), რომელსაც სიმდიდრისადმი ლტოლვა საუკუნო წარწყმედას უქადდა! ... იხილეთ სრულად
სახარებისეული სიგლახაკე უქონლობას კი არ გულისხმობს, არამედ ქონებისადმი მიჯაჭვულობის დაძლევას.
სიმდიდრე ბოროტთათვის დაბრკოლებაა, ხოლო კეთილთათვის – სათნოებათა მოპოვების საშუალება
"მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, – ამბობს მავანი, – მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს – სიღარიბეში.
სიმდიდრე კი არ ახშობს სასუფეველში შემავალ კარს (მათე 19,23), არამედ ამ სიმდიდრის ბოროტად გამოყენება