სიკეთე და ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე და ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე და ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.
საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.
ბოროტება არანაირად არ მოსპობს ბოროტებას; და ამიტომაც თუ ვინმე ბოროტებას გაგიკეთებს, სიკეთით გადაუხადე, რათა ბოროტება სიკეთით დაჯაბნო.
აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო ხეტიალი არ უნდა იყოს, კეთილსა და ბოროტს, შეჭმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანი უნდა მოხდეს.
გაცილებით მეტს ნიშნავს, თვით სიკეთის გამო სიკეთეზე უარის თქმა არ გსურდეს, ვიდრე ბოროტების შიშის გამო ბოროტებაზე არ დათანხმდე.